შენგელიას 7 ქულა - ბარსელონა ლეიდასთან დამარცხდა
ესპანეთის საკალათბურთო ჩემპიონატის მორიგ ტურში ბარსელონა ფორცა ლეიდას ესტუმრა და 80:90 დამარცხდა.
როგორც ყოველთვის, თორნიკე შენგელია ძირითად შემადგენლობაში მოგვევლინა. სამწუხაროდ, მას სუსტი მატჩი ჰქონდა.
საქართველოს ნაკრების კალათბურთელმა პარკეტზე 22 წუთი და 52 წამი გაატარა. ამ პერიოდის განმავლობაში მან მხოლოდ 7 ქულას და 4 მოხსნას მოუყარა თავი.
მატჩის მიმდინარეობისას, შენგელიამ 2-ჯერ სცადა 3-ქულიანის ჩაგდება და ორივე ააცილა. სამი 2-ქულიანიდან კი სამივე ჩააგდო. 2 საჯარიმო ტყორცნიდან ზუსტი ერთი აღმოჩნდა.
თორნიკემ 4 მოხსნიდან ოთხივე საკუთარ ფარზე შეასრულა, ჯამში კი მხოლოდ ერთი პერსონალური ფოლი მიიღო.
ცნობისთვის, ამ წაგების შემდეგ, ბარსელონას სატურნირო ცხრილში 36 ქულა დაუგროვდა და მე-5 ადგილზე იმყოფება. შემდეგ ტურში, შენგელიას გუნდი ბასკონიას ესტუმრება.