სანდრო მამუკელაშვილი, კელდონ ჯონსონი
Aa
Aa

საუკეთესო მე-6 მოთამაშე კელდონ ჯონსონი გახდა | მამუკელაშვილი მეათეა

ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის რეგულარული სეზონის საუკეთესო მეექვსე მოთამაშედ „სან ანტონიო სპურსის“ კალათბურთელი, კელდონ ჯონსონი დასახელდა.

26 წლის კალათბურთელმა რეგულარული სეზონის 82-ვე მატჩში მიიღო მონაწილეობა და ყველა ამ შეხვედრაში სათადარიგო იყო. ხმის მიცემის პროცესში მან 404 ქულა დააგროვა და გახდა „სპურსის“ მეორე კალათბურთელი, ვინც ეს ჯილდო მოიგო - პირველი 2008 წელს მანუ ჯინობილი იყო.

სამეულში „მაიამი ჰიტის“ კალათბურთელი ხაიმე ხაკესი უმცროსი (331 ქულა), და „დენვერის“ კალათბურთელი ტიმ ჰარდევეი უმცროსი (45 ქულა) მოხვდნენ.

კელდონ ჯონსონი რეგულარულში საშუალოდ 13.2 ქულას, 5.4 მოხსნას, 1.4 შედეგიან გადაცემას, 0.6 ჩაჭრასა და 0.1 დაფარებას აგროვებდა.

აღსანიშნავია, რომ მეათე ადგილზე „ტორონტო რეპტორსის“ ქართველი კალათბურთელი, სანდრო მამუკელაშვილი გავიდა. „მამუ“ რეგულარულში საშუალოდ 11.2 ქულას, 4.9 მოხსნას, 1.9 შედეგიან გადაცემას, 0.8 ჩაჭრასა და 0.5 დაფარებას აგროვებდა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ტოპ 5-ში და ტოპ 3-ში | მამუკელაშვილის წარმატებული რეგულარული სეზონი
ტოპ 5-ში და ტოპ 3-ში | მამუკელაშვილის წარმატებული რეგულარული სეზონი