გოგა ბითაძე, კეიდ კანინგემი, ორლანდო მეჯიქი
Aa
Aa

ბითაძის 3 ქულა - დეტროიტმა სერიაში ანგარიში გაათანაბრა

ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის პლეიოფში გოგა ბითაძის „ორლანდო მეჯიქმა“ „დეტროიტ პისტონსთან“ პლეიოფის სერიის მეორე მატჩი გამართა და 83:98 დამარცხდა.

ქართველმა კალათბურთელმა პარკეტზე 21:13 წუთი გაატარა, მისი მონაგარი კი ასეთი გახლდათ: 3 ქულა, 5 მოხსნა, 2 ჩაჭრა და 2 დაფარება. გოგას თამაშიდან არ უსვრია, საჯარიმოს ხაზიდან კი 4-დან 3 შემთხვევაში იყო ზუსტი.

 

„მეჯიქის“ რიგებში საუკეთესო ჯეილენ საგსი იყო, რომელმაც 19 ქულას, 6 მოხსნასა და 4 შედეგიან გადაცემას მოუყარა თავი. პაოლო ბანკეროს 18 ქულა ჰქონდა, დესმონდ ბეინსა და ფრანც ვაგნერს კი 12-12.

რაც შეეხება „დეტროიტს“, კეიდ კანინგემმა (27 ქულა, 6 მოხსნა, 11 შედეგიანი გადაცემა) და ტობიას ჰარისმა (16 ქულა, 11 მოხსნა, 1 შედეგიანი გადაცემა) მატჩი ორმაგი დუბლებით დაასრულეს, ჯეილენ დურენს კი ორმაგ დუბლამდე 1 მოხსნა დააკლდა (11 ქულა, 9 მოხსნა, 4 შედეგიანი გადაცემა).

დეტროიტი-ორლანდოს სერიაში ანგარიში 1:1 გახდა. მომდევნო 2 მატჩს გოგა ბითაძის გუნდი საკუთარ კედლებში ჩაატარებს. ეს შეხვედრები 25 და 28 აპრილით თარიღდება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ფილადელფიას სენსაცია | სევენთი სიქსერსმა ბოსტონს სტუმრად მოუგო
ფილადელფიას სენსაცია | სევენთი სიქსერსმა ბოსტონს სტუმრად მოუგო