გიორგი მიქაუტაძე
Aa
Aa

„შესაძლოა, ერთ დღესაც დავბრუნდე“ - მიქაუტაძემ ლიონიდან წასვლა გაიხსენა

საქართველოს ნაკრებისა და „ვილიარეალის“ შემტევმა, გიორგი მიქაუტაძემ ფრანგულ ტელევიზია Canal+-სთან „ლიონის“ დატოვების შესახებ ისაუბრა და განაცხადა, რომ ეს მის კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე სევდიანი მომენტი იყო. ქართველმა ფორვარდმა მომავალში მშობლიურ კლუბში დაბრუნება არ გამორიცხა.

რას ამბობს მიქაუტაძე:

„ჩემი ყველაზე მტკივნეული მოგონება ლიონის დატოვებაა. იქ მხოლოდ 1 სეზონი გავატარე და გული ძალიან დამწყდა. იქ ჩემი მიზნების შესასრულებლად მივედი, 69 ნომრის აღებამ კი გულშემატკივრებში დიდი გამოხმაურება გამოიწვია. კიდევ ბევრი რამის გაკეთება მინდოდა, მაგრამ როგორც ჩანს, ამისთვის დრო არ მეყო. იქ ძალიან ბევრი ახლო მეგობარი დავტოვე.“

„გადავწყვიტე წავსულიყავი და გუნდის გამო თავი გამეწირა, რათა ლიონს ფინანსური პრობლემების მოგვარებაში დავხმარებოდი.“

„მართალია, იქ მხოლოდ ერთი წელი ვიყავი, მაგრამ ვფიქრობ, რომ გულშემატკივრებთან ძლიერი კავშირი ჩამომიყალიბდა. ამ ეტაპზე მომავალზე არ ვფიქრობ, თუმცა შესაძლოა, ერთ დღესაც დავბრუნდე.“

„ჩემი სათქმელი ლიონის ფანებისთვის? ძალიან მენატრებით და წარმატებებს გისურვებთ სეზონის დარჩენილ ნაწილში.“

შეგახსენებთ, რომ „ლიონმა“ გიორგი მიქაუტაძე „ვილიარეალში“ 2025/26 წლების სეზონის დაწყებამდე, ბონუსების ჩათვლით 36 მილიონ ევროდ გაყიდა.

ამასთან ერთად, ფრანგულმა კლუბმა დაიტოვა უფლება, მიქაუტაძის მომავალი ტრანსფერიდან მიღებული სუფთა მოგების 10% მიიღოს. სწორედ ეს ტრანსფერი იყო იმ ფინანსური სტრატეგიის მთავარი ნაწილი, რითაც მიქაუტაძემ კლუბს DNCG-ის (საფრანგეთის ფეხბურთის ფინანსური მაკონტროლებელი ორგანო) მკაცრი რეგულაციების დაკმაყოფილებაში შეუწყო ხელი.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
მიქაუტაძე: “შერკი იამალზე უკეთესი ფეხბურთელია“
მიქაუტაძე: “შერკი იამალზე უკეთესი ფეხბურთელია“