გიორგი მიქაუტაძე, ლამინ იამალი, რაიან შერკი
Aa
Aa

მიქაუტაძე: “შერკი იამალზე უკეთესი ფეხბურთელია“

ავტორიტეტულმა გამოცემა Canal Plus-მა გიორგი მიქაუტაძესთან ვრცელი ინტერვიუ ჩაწერა, თუმცა სოციალურ ქსელში ჯერ მხოლოდ ამ ინტერვიუს მცირე ნაწილია გამოქვეყნებული.

რას ამბობს ჟორჟი?

„ჩემი ყველაზე მტკივნეული მოგონება ლიონის დატოვებაა. იქ მხოლოდ 1 სეზონი გავატარე და გული ძალიან დამწყდა. იქ ჩემი პირობების შესასრულებლად მივედი. 69 ნომრის აღებამ გულშემატკივრებში დიდი გამოხმაურება გამოიწვია.

ვფიქრობ, ლიონისთვის თავი გავწირე, რადგან მათ ფინანსურად ძალიან უჭირდათ. მადლობა მათ ყველაფრისთვის. ისინი მენატრებიან და სეზონის ბოლოს წარმატებას ვუსურვებ.

შერკი ლამინ იამალზე უკეთესი ფეხბურთელია. ის ორივე ფეხით თამაშობს და ეს იამალს არ შეუძლია მიუხედავად იმისა, რომ მარჯვენა ფეხსაც იყენებს. შერკი მრავალფეროვანია, იტანს გოლებს, ქმნის მომენტებს და საოცარი ხედვა აქვს. ის სრულყოფილია.“

შეგახსენებთ, რომ მიქაუტაძემ ლიონში მხოლოდ ერთი სეზონის განმავლობაში ითამაშა. მიმდინარე სეზონში კი მხოლოდ ორი მატჩის გამართვა მოასწრო. შემდეგ ვილიარეალში გადაბარგდა.

მიმდინარე სეზონში, ჟორჟმა ვილიარეალის მაისური ყველა ტურნირზე ერთად 36-ჯერ მოირგო, 11 გოლი გაიტანა და 5 საგოლე გადაცემა შეასრულა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები