გიორგი ჩაკვეტაძე, უოტფორდი
Aa
Aa

“მისი ტექნიკური დონე ძალიან მაღალია“ - ბრიტანული მედია ჩაკვეტაძეზე

მიუხედავად იმისა, რომ მიმდინარე სეზონში გიორგი ჩაკვეტაძეს სახარბიელო სტატისტიკა არ აქვს, ბრიტანულმა გამოცემა Footballleagueworld-მა ინგლისის ჩემპიონშიფის საუკეთესო შემტევი ნახევარმცველები დაასახელა.

ჩამონათვალს შორის, კონკრეტულად კი მე-9 ადგილზე სწორედ გიორგი ჩაკვეტაძე გვხვდება.

რას წერს Footballleagueworld?

„ნიჭის მხრივ, გიორგი ჩაკვეტაძე შესაძლოა ამ სიაში ყველაზე გამორჩეული ფეხბურთელია. მისი ტექნიკური დონე ძალიან მაღალია და დრიბლინგის თვალსაზრისით, უდავოდ ერთ-ერთი საუკეთესოა. ბოლო წლებში ტრავმებმა ხელი შეუშალა, მაგრამ საუკეთესო ფორმაში ყოფნისას შეუძლია ძალიან მარტივად გაასწროს მცველებს. მისი ბურთის კონტროლი და მოქნილობა საშუალებას აძლევს, ვიწრო სივრცეებშიც კი გაატაროს ბურთი და წამებში გადაიყვანოს თამაში დაცვიდან შეტევაში.

მის თამაშში არის სტილი და კრეატივი, რომელიც ბევრს არ გააჩნია. როცა ფორმაშია, მისი შეჩერება ძალიან რთულია. მიუხედავად იმისა, რომ გოლებისა და ასისტების სტატისტიკა უოტფორდში უკეთესი შეიძლებოდა ყოფილიყო და სტაბილურობაც ჯერ კიდევ გასაუმჯობესებელია, ნიჭის მხრივ ჩაკვეტაძე ჩემპიონშიფის ერთ-ერთ ყველაზე საინტერესო შემტევ ნახევარმცველად რჩება.“

შეგახსენებთ, რომ ქართველმა ფეხბურთელმა მიმდინარე სეზონში 27 მატჩში მიიღო მონაწილეობა და 3 საგოლე გადაცემა შეასრულა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
12 საგოლე მოქმედება და სიმბოლური გუნდი | მექვაბიშვილის აღიარება
12 საგოლე მოქმედება და სიმბოლური გუნდი | მექვაბიშვილის აღიარება