გივი მაჭარაშვილი, კაილ სნაიდერი
Aa
Aa

საჩემპიონო ბრძოლა მიიღო - მაჭარაშვილი RAF-ში სნაიდერს დაუპირისპირდება

გივი მაჭარაშვილი ამერიკული პროფესიული ჭიდაობის ორგანიზაცია RAF-ში საჩემპიონო ბრძოლას გამართავს. როგორც ორგანიზაციის ოფიციალურ სოცქსელებში დაიწერა, მაჭარაშვილის მეტოქე ქვემძიმე წონის მოქმედი ჩემპიონი, ამერიკელი კაილ სნაიდერი იქნება.

30 წლის სნაიდერი რიოს ოლიმპიური ჩემპიონი და ტოკიოს ოლიმპიადის ვერცხლის მედალოსანია. მსოფლიო ჩემპიონატებზე მას 4 ოქრო, 2 ვერცხლი და 2 ბრინჯაო აქვს მოგებული. RAF-ში სნაიდერმა ორი ბრძოლა ჩაატარა - ვაკანტური საჩემპიონო ქამრისთვის ბრძოლაში ბაჰრეინელი ახმედ ტაჟუდინოვი დაამარცხა, გასულ კვირაში კი ტიტული ყაზახ რიზაბეკ აიტმუხანთან ბრძოლაში დაიცვა.

რაც შეეხება მაჭარაშვილს, ეს მისთვის RAF-ში მეორე ბრძოლა იქნება. სადებიუტო შეხვედრაში გივიმ ამერიკელი სტივენ ბუშანანი დაამარცხა. 28 წლის მაჭარაშვილი ოლიმპიადის ვერცხლის მედალოსანი, მსოფლიოს ორგზის ბრინჯაოს მედალოსანი და ევროპის სამგზის ჩემპიონია.

აღსანიშნავია, რომ პარიზის ოლიმპიადაზე მაჭარაშვილიც და სნაიდერიც სწორედ მომავალ ოლიმპიურ ჩემპიონ ტაჟუდინოვთან დამარცხდნენ.

მაჭარაშვილი-სნაიდერის ორთაბრძოლა 30 მაისს, ტეხასის ქალაქ არლინგტონში გაიმართება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
სეხუდო VS დვალიშვილი გაუქმდა | ჰენრი ტრავმის გამო ჩაეხსნა
სეხუდო VS დვალიშვილი გაუქმდა | ჰენრი ტრავმის გამო ჩაეხსნა