გოგა ბითაძე, კეიდ კანინგემი, ფრანც ვაგნერი, პაოლო ბანკერო, ტობაიას ჰერისი
Aa
Aa

პირველი სენსაცია პლეიოფში | ბითაძის ორლანდომ დეტროიტს სტუმრად მოუგო

გოგა ბითაძის „ორლანდო მეჯიქმა“ პლეიოფი შესანიშნავად დაიწყო და აღმოსავლეთ კონფერენციის პირველი ნომერი, „დეტროიტ პისტონსი“ სტუმრად დაამარცხა. „მეჯიქი“ პირველი გუნდია, რომელმაც მიმდინარე პლეიოფში გასვლაზე მოიგო და „ორლანდომ“ 112:101 გაიმარჯვა.

ბითაძემ პარკეტზე 11 წუთი და 16 წამი გაატარა. ქართველმა ცენტრმა აქტივში 4 ქულა, 6 მოხსნა, 1 შედეგიანი გადაცემა და 2 დაფარება ჩაიწერა. გოგამ 2-დან 2 საჯარიმო ჩააგდო, 1 ჩატენვა შემოგვთავაზა და 6 მოხსნიდან 3 მეტოქის ფარზე მიითვალა. მის პასივში მხოლოდ 1 პერსონალური ჯარიმა იყო.

„ორლანდოს“ რიგებში ყველაზე მეტი, 23 ქულა პაოლო ბანკერომ დააგროვა. ფრანც ვაგნერმა მატჩი 19 ქულით დაასრულა, ხოლო უენდელ კარტერ ჯუნიორსა და დესმონდ ბენს 17-17 ქულა ჰქონდათ. „დეტროიტის“ მხრიდან 39 ქულით კეიდ კანინგემი გამოირჩა. მის გარდა 10-ქულიანი ნიშნული მხოლოდ ტობაიას ჰერისმა გადალახა — 17 ქულა.

ამრიგად, „ორლანდო“ სერიაში დაწინაურდა და მომდევნო შეხვედრას კვლავ სტუმრად გამართავს. ამ გუნდების მეორე თამაშს 23 აპრილს ვიხილავთ და მატჩი თბილისის დროით 03:00 საათზე დაიწყება.

მსგავსი სიახლეები

ასევე დაგაინტერესებთ
„ტაქტიკურ დავალებებს მხოლოდ ის ასრულებდა“ - ფრანგული მედია ხვიჩას თამაშზე
„ტაქტიკურ დავალებებს მხოლოდ ის ასრულებდა“ - ფრანგული მედია ხვიჩას თამაშზე