კარიმ ბენზემა, ლუის ენრიკე
Aa
Aa

მხოლოდ ერთი ვარსკვლავი ჰყავს, თუმცა ნამდვილი გუნდია | ბენზემამ პსჟ-ზე ისაუბრა

კარიმ ბენზემამ რეპერ როფთან ინსტაგრამ ლაივისას პსჟ-ს შესახებ ისაუბრა. მისი აზრით, მადრიდის რეალთან შედარებით პსჟ ვარსკვლავების გუნდი არაა, თუმცა გუნდურობის თვალსაზრისით პსჟ მადრიდულ კლუბზე წინაა. ბენზემას აზრით, პსჟ-ში ერთადერთი ვარსკვლავი უსმან დემბელეა, რომელმაც ოქროს ბურთი მოიგო.

„პსჟ-ში კარგი ის არის, რომ როცა სასტარტო შემადგენლობას აყენებ, ისინი თამაშობენ, თან როგორ თამაშობენ... მაგრამ როდესაც მწვრთნელი 60-ე ან 70-ე წუთზე ცვლილებას აკეთებს, შემოსულ ბიჭებს თამაშში იმაზე მეტი შემოაქვთ, ვიდრე მათ, ვინც მატჩი დაიწყო. და ეს მოთამაშეები ეგრეთწოდებული სათადარიგოები არიან. ხომ წარმოგიდგენია?! თითოეულმა იცის, რა უნდა გააკეთოს, რა სარგებელი უნდა მოიტანოს. ძირითადის მოთამაშემ იცის თავისი საქმე, სათადარიგომაც იცის თავისი საქმე. სათადარიგო სკამზე მყოფი ბიჭი არ იბუტება“.

საფრანგეთის ნაკრების ყოფილი თავდამსხმელი აღნიშნავს, რომ პსჟ-ში არსებული გუნდური სულისკვეთება მადრიდის რეალისგან განსხვავებულია: „მადრიდში რთულია, რადგან იქ ძალიან გუნდურად არ თამაშობენ. პსჟ არ არის ვარსკვლავების გუნდი, გარდა უსმან დემბელესი, რომელმაც „ოქროს ბურთი“ მოიგო. მაგრამ ამას თავი დაანებე: ისინი პრესინგს თამაშობენ, თავს იცავენ, უტევენ, დარბიან... პსჟ-ში ყველაზე ცნობილი ლუის ენრიკეა. მაგრამ პსჟ ნამდვილი გუნდია. წინ ვინც არ უნდა დააყენო, ყველა ერთად, მაქსიმალურად იხარჯება და სათადარიგოებიც ზუსტად ასევე მუშაობენ. სწორედ ამიტომ არიან ძლიერები.“

ვეტერანი ფრანგი ფორვარდის მოსაზრება, რომ პსჟ-ს მხოლოდ ერთი ვარსკვლავი ჰყავს უსმან დემბელეს სახით, რეალობისგან შორსაა. ჩემპიონთა ლიგის მიმდინარე სეზონიც საკმარისია იმის დასადასტურებლად, რომ მაგალითად ხვიჩა კვარაცხელია მსოფლიო ფეხბურთის ვარსკვლავია, ჩემპიონთა ლიგის 13 მატჩში 13 საგოლე მოქმედება შეასრულა (8 გოლი და 5 საგოლე პასი). მერვედფინალში ჩელსის ორ შეხვედრაში 3 გოლი გაუტანა და 1 საგოლე პასი შეუსრულა. შემდეგ მეოთხედფინალური მატჩი იყო, პარიზში 1 გოლი შეაგდო და ენფილდზე ორივე გოლის შექმნაში მონაწილეობდა. მოკლედ, ჩელსისა და ლივერპულის გამოთიშვაში უდიდესი წვლილი შეიტანა და აქედან გამომდინარე ბენზემას მოსაზრება, რომ პარიზულ კლუბს მხოლოდ ერთი ვარსკვლავი ჰყავს, ნაკლებად ობიექტურია.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
თავქარიანი აგრესორი VS ტოტალური ბალანსი | რა ელის კვარას? (ც9)
თავქარიანი აგრესორი VS ტოტალური ბალანსი | რა ელის კვარას? (ც9)