ილია თოფურია, მაქს ჰოლოუეი, კონორ მაკგრეგორი
Aa
Aa

„ამას არ ველოდი“ - თოფურია კონორისა და მაქსის ბრძოლას არაპროგნოზირებადს უწოდებს

ილია თოფურიას კონორ მაკგრეგორისა და მაქს ჰოლოუეის ბრძოლაზე პროგნოზის გაკეთება უჭირს.

როგორც მოგეხსენებათ, გავრცელებული თანახმად, შესაძლოა 11 ივლისს ლას-ვეგასში UFC 329-ის მთავარი მოვლენა სწორედ კონორისა და მაქსის ბრძოლა გახდეს.

„აქ ვერ გამოიცნობ. მეგონა, მაქსი ჩარლზს მოუგებდა, მაგრამ მან ყოველგვარი შანსის გარეშე წააგო. ამას არ ველოდი. ასე რომ, არ ვიცი. კონორთან დაკავშირებითაც არასდროს იცი, ყველაფერი როგორ წარიმართება. როდესაც ნეიტ დიასთან აგებ, ძალიან რთულია ასეთ მებრძოლზე რაიმე პროგნოზის გაკეთება“.

– განაცხადა „ელ მატადორმა“ არიელ ჰელვანისთან ინტერვიუში.

აქვე გეტყვით, რომ ილია თოფურია ოქტაგონს 14 ივნისს, „თეთრ სახლში“ გამართულ UFC-ის ტურნირზე დაუბრუნდება, სადაც სადღესასწაულო ღონისძიების მთავარ ბრძოლაში ამერიკელ ჯასტინ გეიჯის შეხვდება, რომელიც მსუბუქ წონაში დროებითი ტიტულის მფლობელია.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები