მენდი: “ეს მატჩი უკვე წარსულს ჩაბარდა“
Aa
Aa

მენდი: “ეს მატჩი უკვე წარსულს ჩაბარდა“

დიდიე დეშამის გაწვრთნილმა საფრანგეთმა 2026 წლის მუნდიალის პირველ მატჩში სენეგალს 3:1 მოუგო. მბაპემ დუბლი შეასრულა, რაბიოს პასით ბარკოლამ შეაგდო, ერთადერთი საპასუხო გოლი მბაიეს აქტივშია, რომელიც მხოლოდ 18 წლისაა, ლუის ენრიკეს პსჟ-ს ფეხბურთელია.

მატჩის დასრულების შემდეგ, სენეგალის ნაკრების მეკარემ ედუარდო მენდიმ კომენტარი გააკეთა.

მენდი:

„ჩვენი სათამაშო გეგმის შესრულება ვერ შევძელით. ვიცოდით, რომ მეორე ტაიმში თამაშის დონე უნდა აგვემაღლებინა და შეტევებში უფრო ეფექტურები ვყოფილიყავით.

ამის გაკეთება მხოლოდ გარკვეულ მონაკვეთებში მოვახერხეთ, მაშინ როცა ასეთ გუნდებთან თამაშისას თითოეულ ეპიზოდში მაქსიმალურად ყურადღებიანი უნდა იყო და შემთხვევითობისთვის ადგილი არ დატოვო, რადგან უმაღლესი დონის ფეხბურთელებს ეთამაშები.

პირველი მატჩი უკვე წარსულს ჩაბარდა. ახლა მისგან გაკვეთილი უნდა გამოვიტანოთ და მთელი ყურადღება ნორვეგიასთან შეხვედრაზე გადავიტანოთ.“

შეგახსენებთ, რომ სენეგალის ნაკრები ჯგუფური ეტაპის მეორე ტურის მატჩს 23 ივნისს ნორვეგიის წინააღმდეგ გამართავს. აღნიშნული დაპირისპირება თბილისის დროით 04:00-დან დაიწყება

.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები