ევროტურნირების კვალიფიკაცია - ქართველი ლეგიონერების მეტოქეები ცნობილია
შვეიცარიის ქალაქ ნიონში დღეს ჩემპიონთა ლიგის, ევროპა ლიგისა და კონფერენს ლიგის პირველი საკვალიფიკაციო ეტაპის წილისყრა გაიმართა. თავიანთი მეტოქეების ვინაობა ქართველი ლეგიონერების კლუბებმაც შეიტყვეს:
ჩემპიონთა ლიგა
ანზორ მექვაბიშვილის „კრაიოვას“ მეტოქე პირველ რაუნდში ბელარუსული „ვიტებსკი“ იქნება. ლევან თანდილაშვილის „ეგნატია“ მოლდოვურ „პეტროკუბს“ დაუპირისპირდება, ანტონ თოლორდავას „კაუნო ჟალგირისი“ კი კოსოვურ „დრიტას“ შეხვდება. პირველი მატჩები 7-8 ივლისს გაიმართება, განმეორებითი თამაშები კი 14-15 ივლისს არის დანიშნული.
ევროპა ლიგა
პირველ ეტაპზე ქართველი ლეგიონერებიდან მხოლოდ სანდრო ნარიმანიძე იასპარეზებს. მისი „ჟილინას“ მეტოქე ხორვატიული „ჰაიდუკი“ იქნება. პირველი მატჩები 9 ივლისს გაიმართება, განმეორებითი თამაშები კი 16 ივლისს არის დანიშნული.
კონფერენს ლიგა
რაც შეეხება რანგით მესამე ევროტურნირს, კონფერენს ლიგას, აქ ლაშა ოდიშარიას რფს-ს ჩრდილოირლანდიური „გლენტორანი“ შეხვდა, საბა მამაცაშვილის „ჟალგირისი“ მონტენეგროს წარმომადგენელ „პეტროვაცს“ დაუპირისპირდება, დავით ვოლკოვისა და გიორგი პაპუნაშვილის „ზირა“ წილისყრამ ქუთაისის „ტორპედოსთან“ დააწყვილა. პირველი მატჩები 9 ივლისს გაიმართება, განმეორებითი თამაშები კი 16 ივლისს არის დანიშნული.