ჯეიმს ჰარდენი, კლივლენდ კავალიერსი
Aa
Aa

იარაღის უკანონო ტარება - ჰიუსტონში ჯეიმს ჰარდენი დააკავეს

აშშ-ის ქალაქ ჰიუსტონში ჯეიმს ჰარდენი დააკავეს. USA Today-ის ინფორმაციით, „კლივლენდ კავალიერსის“ კალათბურთელს იარაღის უკანონო ტარება ედება ბრალად.

სასამართლოში წარდგენილი დოკუმენტების თანახმად, სამართალდაცველებმა ცეცხლსასროლი იარაღი ჰარდენის მანქანის სავარძელზე იპოვეს. კალათბურთელი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს - საქმეზე სასამართლო სხდომა 22 ივნისს გაიმართება.

კალათბურთელი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს - საქმეზე სასამართლო სხდომა 22 ივნისს გაიმართება. გირაოს შეთანხმების პირობების თანახმად, ჰარდენს ეკრძალება იარაღის ფლობა, ალკოჰოლისა და ნარკოტიკების მოხმარება და ის ასევე ვალდებული იქნება, შესაბამისი სამსახურების მოთხოვნისთანავე დაუყოვნებლივ გაიაროს ნარკოლოგიური შემოწმება.

„ჩვენთვის ცნობილია ჰარდენის დაკავების შესახებ, ამჟამად ვცდილობთ, დამატებითი ინფორმაცია მოვიპოვოთ. გვაქვს კონტაქტი ჯეიმსთან და მის წარმომადგენლებთან. დაველოდებით მოვლენების შემდგომ განვითარებას“, - აღნიშნულია „კლივლენდის“ განცხადებაში.

ცნობისთვის, 36 წლის ჰარდენს 11-ჯერ უთამაშია ყველა ვარსკვლავის მატჩში, „კლივლენდ კავალიერსს“ კი რამდენიმე თვის წინ „ლოს ანჯელეს კლიპერსიდან“ შეუერთდა. 2018 წელს ჰარდენი NBA-ის რეგულარული სეზონის MVP გახდა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„ყველა დროის საუკეთესო გამთამაშებელი ვარ“ - კარი არენასთან გაიხსნა
„ყველა დროის საუკეთესო გამთამაშებელი ვარ“ - კარი არენასთან გაიხსნა