იოზუა კიმიხი
Aa
Aa

„ბაზასთან შხამიანი გველი ვნახეთ“ | რა გველზე საუბრობს იოზუა კიმიხი

გერმანიის ნაკრების კაპიტანმა, იოზუა კიმიხმა აღნიშნა, რომ ის და მისი თანაგუნდელები გუნდის საწვრთნელი ბაზის მიმდებარე ტერიტორიაზე შხამიან გველს წააწყდნენ. „ბუნდესმანშაფტი“ ჩრდილოეთ კაროლინის შტატის ქალაქ უინსტონ-სალემში ემზადება და მაქსიმალურ სიფრთხილეს იჩენს.

„გუშინ გველი დავინახეთ, რომელზეც გვითხრეს, რომ შხამიანი იყო. გველმა რომ გიკბინოს, საავადმყოფოში წასვლა მოგიწევს. არ მგონია, ყველაფერი ფატალურად დასრულდეს, მაგრამ სახიფათო ნამდვილადაა. ვფიქრობ, ასეთ გველს ფეხი რომ დააბიჯო, შეიძლება ყველაფერი ძალიან ცუდად დასრულდეს. სწორედ ამიტომ, ვცდილობთ, ცხოველებისგან დისტანცია დავიჭიროთ. აქაურ ხალხს უდიდეს პატივს ვცემ. გერმანიაში ამდენი სახიფათო ცხოველი ნამდვილად არ ბინადრობს“.

BILD-ის ინფორმაციით, გველი, რომელზეც კიმიხი საუბრობდა, აღმოსავლური სპილენძთავაა. ეს გველი შხამიანია, მაგრამ აგრესიულობით არ გამოირჩევა და მისი ნაკბენი ფატალური იშვიათადაა. ეს გველები ყოველწლიურად აშშ-ში დაახლოებით 2 920 ადამიანს კბენენ და ბოლო მონაცემებით, სიკვდილიანობის დონე 0.01 პროცენტს შეადგენს. ყველაზე მეტი კბენა ყოველწლიურად სწორედ ჩრდილოეთ კაროლინის შტატში ფიქსირდება.

სპილენძთავა გველები ფეხის დაბიჯების ან გაღიზიანების შემთხვევაში ხშირად მიმართავენ „გამაფრთხილებელ კბენას“ და ორგანიზმში შხამის შედარებით მცირე რაოდენობას უშვებენ, ან საერთოდ არ უშვებენ. დაკბენილი ადამიანების 92 პროცენტს კლინიკიდან 24-საათიანი დაკვირვების შემდეგ წერენ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„ილიას ამას ვეტყოდი“ | ოლივეირამ გეიჯისა და თოფურიას ჩხუბზე ისაუბრა
„ილიას ამას ვეტყოდი“ | ოლივეირამ გეიჯისა და თოფურიას ჩხუბზე ისაუბრა