ოფიციალურად - მილანი რუბენ ამორიმმა ჩაიბარა
„მილანის“ მთავარი მწვრთნელი რუბენ ამორიმი იქნება. ინფორმაცია მილანური კლუბის ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნდა.
41 წლის პორტუგალიელმა სპეციალისტმა „როსონერის“ სათავეში მასიმილიანო ალეგრი ჩაანაცვლა. ამორიმის კონტრაქტი 2029 წლამდე იქნება გათვლილი. ხელფასის სახით პორტუგალიელი წელიწადში 3.5 მილიონ ევროს მიიღებს.
„მილანის“ გაწვრთნაზე ყოველთვის ვოცნებობდი. კარგად ვიცი, რას ნიშნავს ეს კლუბი: ისტორიას, პრესტიჟსა და არაჩვეულებრივ გულშემატკივრებს მთელი მსოფლიოს მასშტაბით. ამ გამოწვევას დიდი პატივითა და ენთუზიაზმით ვეჭიდები და მოუთმენლად ველოდები მუშაობის დაწყებას“, - განაცხადა ამორიმმა.
შეგახსენებთ, რომ ამორიმი მანამდე „სპორტინგსა“ და „მანჩესტერ იუნაიტედში“ მუშაობდა.
რაც შეეხება „მილანს“, გასულ სეზონში ალეგრის გუნდმა სერია ა-ში მეხუთე ადგლი დაიკავა და ახალ სეზონში ევროპა ლიგაზე ითამაშებს.