ილია თოფურია, მერაბ დვალიშვილი
Aa
Aa

„სასწაული ვერსიები მოვისმინე“ - მერაბი თოფურიას გარშემო შექმნილმა აჟიოტაჟმა გააბრაზა

UFC-ის სუპერმსუბუქი წონითი დივიზიონის მებრძოლი და ყოფილი ჩემპიონი, მერაბ დვალიშვილი ილია თოფურიას ჯასტინ გეიჯისთან მარცხის შედეგად, სოციალურ ქსელში შექმნილ აჟიოტაჟს გამოეხმაურა.

რას ამბობს მერაბი:

„რამდენჯერაც Facebook-ზე ან Instagram-ზე შემოვედი, იმდენი ახალი ვიდეო მხვდება. ყველა ილია თოფურიას ბრძოლას განიხილავს და სასწაული ვერსიები მოვისმინე. არ ვიცი, ამდენი ფანტაზია საიდან მოდის და ყველა პროფესორი, ან MMA-ს მცოდნე როგორ გახდა. სასწაული მიზეზები მოგაქვთ - რა ზემოდან... უბრალოდ, მიკვირს, ამდენი ნეგატიური აზრი, ამდენი ეჭვიანობა, აბსურდული ანალიზი საიდან მოგაქვთ. მებრძოლები ვართ და როგორც მოგებისთვის ვართ მზად, ისე ვიცით, რომ შეიძლება დავმარცხდეთ. ერთი დარტყმა, არასწორი მოძრაობა ან ერთი პატარა ნიუანსი ბევრ რამეს გიცვლის. ესეც სპორტია... დარწმუნებული ვარ, ყველას გაქვთ რაღაც სპორტული გამოცდილება თუნდაც ფეხბურთში - ყოველთვის გოლს ვერ გაიტან და ვერ მოიგებ...“

სრული ვიდეო:

შეგახსენებთ, რომ UFC Freedom 250-ზე, რომელიც თეთრ სახლში გაიმართა, ილია თოფურია ჯასტინ გეიჯისთან დამარცხდა და ჩემპიონის ქამარი დაკარგა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„ილიამ დიდი შეცდომა დაუშვა, როდესაც...“ - გეიჯის მწვრთნელმა ბრძოლა შეაფასა
„ილიამ დიდი შეცდომა დაუშვა, როდესაც...“ - გეიჯის მწვრთნელმა ბრძოლა შეაფასა