„ილიამ დიდი შეცდომა დაუშვა, როდესაც...“ - გეიჯის მწვრთნელმა ბრძოლა შეაფასა
ჯასტინ გეიჯის მწვრთნელმა, ტრევორ უიტმანმა ილია თოფურიასთან ბრძოლა შეაფასა და განაცხადა, რომ ქართველმა მებრძოლმა მეორე რაუნდში საკვანძო შეცდომა დაუშვა, როდესაც გეიჯი ღვიძლის დაზიანების შემდეგ მიწაზე პარტერში გადაიყვანა.
რას ამბობს უიტმანი:
„კორპუსში მიყენებული დარტყმის შემდეგ, ვფიქრობ, ილიამ მანდ დიდი შეცდომა დაუშვა. მიმაჩნია, რომ ილიას მხრიდან პარტერში გაყოლა ძალიან დიდი შეცდომა იყო, რადგან ჯასტინი მართლაც შერყეული იყო. ის სერიოზულად დაშავდა. ჯასტინი კი უბრალოდ ძალიან გამძლე ბიჭია. მსგავს სიტუაციებში ის ძალიან ჭკვიანურად მოქმედებს. ზუსტად იცის, როდის აიღოს პაუზა. ბრძოლის განმავლობაში იყო მომენტები, მაგალითად მესამე და მეოთხე რაუნდებში, როცა ვამბობდი: „აქ შესვენებების აღებას მორჩი! უნდა იბრძოლო“, მაგრამ ამის თქმა უფრო ადვილია, ვიდრე გაკეთება“.
„ჯასტინი ერთ-ერთი ისეთი მებრძოლია, რომელზეც ვფიქრობ, რომ ჩემპიონობას მასზე მეტად არავინ იმსახურებს. მით უმეტეს იმის გათვალისწინებით, თუ რამდენჯერ იბრძოლა მან ტიტულისთვის და როგორ აიყვანა ეს ყველაფერი კვარცხლბეკზე. უბრალოდ უნდა გახვიდე და იბრძოლო“.
შეგახსენებთ, რომ UFC Freedom 250-ზე, რომელიც თეთრ სახლში გაიმართა, ილია თოფურია ჯასტინ გეიჯისთან დამარცხდა და ჩემპიონის ქამარი დაკარგა.