გიორგი შერმადინი, ჩუს ვიდორეტა
Aa
Aa

შერმადინს ახალი მწვრთნელი ეყოლება - ვიდორეტა გუნდს დაემშვიდობა

მომავალი სეზონიდან „ლაგუნა ტენერიფეს“, რომლის ერთ-ერთი ლიდერიც ქართველი კალათბურთელი გიორგი შერმადინია, ახალი მთავარი მწვრთნელი ეყოლება. ბასკმა სპეციალისტმა ჩუს ვიდორეტამ, რომელიც კანარის კუნძულების კლუბს უკანასკნელი 10 წლის განმავლობაში ხელმძღვანელობდა, საგანგებო პრესკონფერენცია გამართა, წასვლის თაობაზე განცხადება გააკეთა და თითოეულ კალათბურთელს თბილად დაემშვიდობა.

წასვლის მიზეზზე როდესაც დაუსვეს შეკითხვა, ვიდორეტამ განაცხადა, რომ გრძნობს, ამ კლუბში საკუთარი შესაძლებლობები ამოწურა და დროა ადგილი სხვა სპეციალისტს დაუთმოს. ბასკი სპეციალისტის მწვრთნელობის პერიოდში „ლაგუნა ტენერიფემ“ ჩემპიონთა ლიგა ორჯერ მოიგო. ვიდორეტას ნაცვლად კი როგორც ამბობენ სლოვენიელი იაკა ლაკოვიჩი დაინიშნება, რომელთანაც კლუბის ხელმძღვანელებმა შეთანხმებას უკვე მიაღწიეს.

შეგახსენებთ, რომ გასულ სეზონში ტენერიფელებმა ჩემპიონთა ლიგაში მეოთხე ადგილი დაიკავეს, ხოლო ესპანეთის ჩემპიონატში ოქროს მედლებისთვის ბრძოლა ნახევარფინალურ სერიაში „ბარსელონასთან“ განცდილი მარცხის შემდეგ დაასრულეს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
შენგელია მეორე ჩემპიონობას უმიზნებს - ბარსელონა ფინალში გავიდა
შენგელია მეორე ჩემპიონობას უმიზნებს - ბარსელონა ფინალში გავიდა