ალექსანდრე მერკვილაძე
Aa
Aa

მარცხი მეხუთე მატჩში - მერკვილაძე ვიცე-ჩემპიონია

ბელგიის საკალათბურთო ჩემპიონატი დრამატული შეხვედრით დასრულდა. ფინალურ სერიაში ოთხმა მატჩმა ჩემპიონი ვერ გამოავლინა, გადამწყვეტი, მეხუთე შეხვედრის ძირითადი დროც ფრედ დასრულდა და ოვერტაიმში „ანტვერპენმა“ „ოსტენდე“ 5-ქულიანი სხვაობით, 89:84 დაამარცხა.

ალექსანდრე მერკვილაძე „ოსტენდეს“ თადარიგში იყო და პარკეტზე გატარებულ 9 წუთში 4 ქულა და 2 მოხსნა დააგროვა. საქართველოს ნაკრების კალათბურთელმა ორიდან ორი ორქულიანი ჩააგდო, პერიმეტრიდან მისი ერთადერთი სროლა კი არაზუსტი აღმოჩნდა. მერკვილაძემ ორივე მოხსნა დაცვაში ასპარეზობისას შეასრულა და ორი პერსონალური ჯარიმა მიიღო.

შეგახსენებთ, რომ ალექსანდრე მერკვილაძე საქართველოს ნაკრების შემადგენლობაში თებერვალში დანიელებთან მატჩებში გამოჩნდა და როგორც კოპენჰაგენში, ასევე თბილისში არაჩვეულებრივი შთაბეჭდილება დატოვა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
მამუკელაშვილი თავისუფალი აგენტი გახდება | რას აპირებს ქართველი კალათბურთელი
მამუკელაშვილი თავისუფალი აგენტი გახდება | რას აპირებს ქართველი კალათბურთელი