თორნიკე შენგელია
Aa
Aa

შენგელია მეორე ჩემპიონობას უმიზნებს - ბარსელონა ფინალში გავიდა

ესპანეთის საკალათბურთო ჩემპიონატის ნახევარფინალურ სერიაში „ბარსელონამ“ „ლაგუნა ტენერიფეს“ სამივე მატჩი მოუგო და ფინალის საგზური ყოველგვარი პრობლემების გარეშე მოიპოვა. კანარის კუნძულების კლუბს აშკარად ეტყობოდა გიორგი შერმადინის არყოფნა, რომელიც თანაგუნდელებს ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემების გამო ვერ ეხმარებოდა. შესაბამისად, საკუთარ დარბაზში მოგებული ორი თამაშის შემდეგ, კატალონიელებმა დღეს მეტოქე კანარის კუნძულებზე 85:76 დაამარცხეს და სერიაში 3:0 გაიმარჯვეს.

თორნიკე შენგელიამ შეხვედრა „ბარსას“ სასტარტოში დაიწყო, საერთო ჯამში კი 20 წუთი ითამაშა და 11 ქულასთან ერთად, 4 მოხსნა დააგროვა. საქართველოს ნაკრების კაპიტანმა ათიდან ოთხი ორქულიანი და სამიდან სამი საჯარიმო ჩააგდო. პერიმეტრიდან მისი ერთადერთი სროლა არაზუსტი აღმოჩნდა, ოთხიდან სამი მოხსნა თავდასხმაში შეასრულა, ბურთი ერთხელ დაკარგა და ერთი პერსონალური ჯარიმა მიიღო.

ცნობისათვის, ესპანეთის საკალათბურთო ჩემპიონატის ფინალში „ბარსელონას“ მეტოქე „ხუვენტუტი“ – „ვალენსიას“ წყვილში გამარჯვებული იქნება, სადაც ვალენსიელები სერიას 2:0-ს იგებენ. აქვე გეტყვით, რომ წელს ჩემპიონობის შემთხვევაში შენგელია ესპანეთის პირველობის ოქროს მედლებს კარიერაში მეორედ მოიგებს - პირველად მან ამის გაკეთება „ბასკონიაში“ ასპარეზობისას მოახერხა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ანუნობის გადამწყვეტი ქულა - ნიქსი ჩემპიონობასთან ერთ ნაბიჯშია
ანუნობის გადამწყვეტი ქულა - ნიქსი ჩემპიონობასთან ერთ ნაბიჯშია