„ყველა დიდებულ სპორტსმენს წაუგია, მაგრამ...“ - ჯონსონმა ილია გაამხნევა და ექიმები გააკრიტიკა
UFC-ის ლეგენდარულმა მებრძოლმა, დემეტრიუს ჯონსონმა ილია თოფურიასა და ჯასტინ გეიჯის ჩხუბი შეაფასა და ქართველი მებრძოლი გაამხნევა. ვეტერანმა მებრძოლმა სამედიცინო შტაბის მუშაობაზე უკმაყოფილება გამოთქვა.
რას ამბობს ჯონსონი:
„ვფიქრობ, აუცილებლად უნდა აღინიშნოს: როცა გყავს ათლეტი, ვისი მშობლიური ენაც არ არის ინგლისური, ექიმი თავისუფლად უნდა საუბრობდეს ესპანურად, რადგან შეეძლება სპორტსმენს მისსავე ენაზე ესაუბროს. როცა ჩხუბობ, გინდა, რომ შენი მშობლიური ენა გესმოდეს.“
„რა არის მისი მშობლიური ენა? მიუხედავად იმისა, რომ ინგლისური ესმით, როცა შუა ბრძოლაში ხარ, ჩემი მშობლიური ენის გაგონება მინდა. არ მინდა, რომ ტვინში უცხო ენა შემოდიოდეს. ამიტომ ვფიქრობ, შემდეგ ჯერზე — არ ვიცი ეს კაცი ესპანურად საუბრობს თუ, რომელიმე სხვა ენაზე, მაგრამ ვფიქრობ, სჭირდებათ თარჯიმანი ან ექიმი, რომელიც ათლეტის მშობლიურ ენაზე ისაუბრებს. თუმცა, მიხარია, რომ ბრძოლა არ შეაჩერეს.“
„ის 29 წლისაა, უამრავი ფული გამოიმუშავა და... ყველა დიდებული სპორტსმენი აგებს. ჯორჯ სენტ-პიერმა წააგო. მეც წამიგია, ნოკაუტშიც ვყოფილვარ. ერთადერთი ადამიანი, ვისაც არ წაუგია... სინამდვილეში მასაც აქვს წაგებული. ჰამილთან წააგო. ჯონ ჯონსსაც აქვს წაგებული. ყველა დიდებულს წაუგია, ქალბატონებო და ბატონებო. ყველას წაგვიგია და ეს არ ნიშნავს, რომ მას არ შეუძლია დაბრუნება და კიდევ უფრო დიდებულად ქცევა.“
შეგახსენებთ, რომ UFC Freedom 250-ზე, რომელიც თეთრ სახლში გაიმართა, ილია თოფურია ჯასტინ გეიჯისთან დამარცხდა და ჩემპიონის ქამარი დაკარგა.