ილია თოფურია, ჯასტინ გეიჯი, არმან ცარუკიანი
Aa
Aa

„ილია „მეტი აღარ“ თოფურია“ | ცარუკიანი ილიას წაგებას გამოეხმაურა

UFC-ის Freedom 250-ის მთავარ მოვლენაში ილია თოფურია ჯასტინ გეიჯის დაუპირისპირდა. ამერიკელმა მებრძოლმა სენსაციური გამარჯვება მოიპოვა და „ელ მატადორი“ ტექნიკური ნოკაუტით მას შემდეგ დაამარცხა, რაც ილიას კუთხემ პირსახოცი გადმოაგდო და ჩხუბი შეწყვიტა.

გეიჯის გამარჯვებას არმან ცარუკიანი გამოეხმაურა. სომეხმა მებრძოლმა X-ის საკუთარ გვერდზე პოსტი გამოაქვეყნა და დაწერა: „ილია no mas (მეტი აღარ) თოფურია“.

ესპანური ფრაზა No mas-ი შუგარ რეი ლეონარდისა და რობერტო დურანის მეორე ორთაბრძოლას უკავშირდება. მერვე რაუნდში გაბრაზებულმა დურანმა ჩხუბის გაგრძელებაზე უარი განაცხადა, მსაჯისკენ მიტრიალდა და უთხრა: „No mas (მეტი აღარ)“. თავად დურანი ამას უარყოფს, თუმცა ეს ორთაბრძოლა ისტორიაში „No mas“ ჩხუბის სახელით დარჩა.

შეგახსენებთ, რომ გეიჯი UFC-ის მსუბუქი წონითი დივიზიონის აბსოლუტური ჩემპიონი კარიერაში პირველად გახდა. მის ანგარიშზე 28 გამარჯვება და 5 წაგებაა.

მსგავსი სიახლეები

ასევე დაგაინტერესებთ
„რონალდუ გუნდის შანსებს ანადგურებს, ბრუნომ ხმა უნდა ამოიღოს“ - talkSPORT-ის ჟურნალისტი
„რონალდუ გუნდის შანსებს ანადგურებს, ბრუნომ ხმა უნდა ამოიღოს“ - talkSPORT-ის ჟურნალისტი