ხვიჩა კვარაცხელია, მაიკლ ოლისე
Aa
Aa

„ძალიან ბევრს ვაკვირდები. უბრალოდ, ფენომენია“ - ესპანელი ტალანტი კვარაზე

ესპანური ფეხბურთის ამომავალმა ვარსკვლავმა, ხესუს როდრიგესმა ესპანურ AS-თან ინტერვიუს დროს იმ ფეხბურთელებზე ისაუბრა, რომლებმაც გასულ სეზონში მასზე ყველაზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინეს. 20 წლის შემტევმა ხვიჩა კვარაცხელია გამოარჩია და აღნიშნა, რომ ქართველის თამაშს ყურადღებით აკვირდება.

რას ამბობს ხესუს როდრიგესი:

„იმ ფეხბურთელებისგან, ვისაც ნაკლებად ვიცნობდი, კვარაცხელიამ ძალიან დიდი შთაბეჭდილება მოახდინა. რადგან ჩემსავით მემარჯვენეა, საკმაოდ ბევრს ვაკვირდებოდი და ის უბრალოდ ფენომენია. მატჩი, რომელიც მან პარიზში, მიუნხენის „ბაიერნის“ წინააღმდეგ ჩაატარა, დაუვიწყარი იყო. ოლისეც დაუჯერებლად მიმაჩნია, უმაგრესი ფეხბურთელია. შესაძლოა, ახლა ისინი მსოფლიოს ორი საუკეთესო გარემარბია პირველი ნომრის შემდეგ.“

„პირველი ნომერი იამალია. დიახ. ჩემთვის ის საუკეთესოა, არა მხოლოდ როგორც გარემარბი, არამედ ზოგადად, როგორც ფეხბურთელი. თავის ასაკში ის უკვე გადამწყვეტი ფიგურაა. თითქმის აჩქარების გარეშე ახერხებს ყველას ჩამოტოვებას. ის გამორჩეულია და აქვს ქუჩის სტილის თამაში, რაც ძალიან მომწონს. მისი ჩვენს გუნდში ყოფნა ნამდვილი ფუფუნებაა.“

ხესუს როდრიგესი იტალიური „კომოს“ ღირსებას იცავს. 20 წლის ფეხბურთელს ცოტა ხნის წინ ესპანეთის ნაკრებშიც ჰქონდა დებიუტი, როდესაც 4 ივნისს, კატარის ნაკრების წინააღმდეგ მიეცა სათამაშო დრო. ლუის დე ლა ფუენტეს ის მსოფლიო ჩემპიონატის გაფართოებულ შემადგენლობაშიც ჰყავდა შეყვანილი, თუმცა საბოლოოდ, 26-კაციანი სიის მიღმა დატოვა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ლავეცი: სანამ მესის თამაში სურს, სარგებლის მოტანას გააგრძელებს
ლავეცი: სანამ მესის თამაში სურს, სარგებლის მოტანას გააგრძელებს