ილია თოფურია, მერაბ დვალიშვილი
Aa
Aa

UFC-ის P4P რეიტინგი განახლდა | რომელ ადგილზე არიან ილია და მერაბი

UFC Freedom 250-ის შემდეგ, რომელსაც „თეთრმა სახლმა“ უმასპინძლა, საბრძოლო ორგანიზაციის P4P (Pound-for-pound, ორგანიზაციის საუკეთესო მებრძოლები წონითი დივიზიონების გათვალისწინების გარეშე) რეიტინგი განახლდა. ტურნირის მთავარი მოვლენა ილია თოფურიასა და ჯასტინ გეიჯის დაპირისპირება იყო, რომელშიც წაგების შემდეგ „ელ მატადორი“ სამი ადგილით დაქვეითდა.

თოფურია მეორე ადგილს იკავებდა, განახლებულ ტოპ 15-ში კი მეხუთე პოზიციაზეა. მეორე ადგილზე ალექსანდრ ვოლკანოვსკიმ გადაინაცვლა, პიოტრ იანი მესამეზეა, ხოლო ილიას დამმარცხებელი გეიჯი, რომელიც მანამდე რეიტინგის წევრი არ იყო, მეოთხე ადგილზე აღმოჩნდა.

„ელ მატადორის“ შემდეგ ტომ ასპინალი მოდის. შონ სტრიკლენდი მეშვიდე ადგილზეა, ხოლო ალექს პერეირა, რომელმაც სირილ განთან წააგო, ოთხი ადგილით დაქვეითდა და მერვე პოზიციაზეა. „პოატანის“ შემდეგ მერაბ დვალიშვილი მოდის, რომელიც ასევე ორი ადგილით დაქვეითდა, ათეულს კი ჯოშუა ვენი ასრულებს.

სირილ განი P4P რეიტინგში შევიდა და ხამზატ ჩიმაევის შემდეგ, მე-12 ადგილზეა. ფრანგ მებრძოლს ალეშანდრე პანტოჟა, ჩარლზ ოლივეირა და არმან ცარუკიანი მოჰყვებიან.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„ილიას ამას ვეტყოდი“ | ოლივეირამ გეიჯისა და თოფურიას ჩხუბზე ისაუბრა
„ილიას ამას ვეტყოდი“ | ოლივეირამ გეიჯისა და თოფურიას ჩხუბზე ისაუბრა