ილია თოფურია, არმან ცარუკიანი
Aa
Aa

„როგორც კი Face ID ამუშავდება, ეს გააკეთე“ | ცარუკიანმა ილიას ინსტაგრამზე მიწერა

UFC-ის მსუბუქი წონითი დივიზიონის მებრძოლმა, არმან ცარუკიანმა, ილია თოფურიას სოციალურ ქსელ „ინსტაგრამზე“ შეტყობინება გაუგზავნა. ცარუკიანმა საკუთარი სიტყვების ამსახველი ფოტო „ინსტაგრამის“ ე.წ. „სთორიში“ გამოაქვეყნა და „ელ მატადორს“ მოუწოდა, მის პროფილში ცვლილებები შეიტანოს.

„ილია, როგორც კი Face ID მუშაობას დაიწყებს, 17-1-ზე გადაიყვანე“, — მიწერა ცარუკიანმა თოფურიას.

„ელ მატადორი“ დარწმუნებული იყო, რომ ჯასტინ გეიჯის დაამარცხებდა, რის გამოც მასთან ჩხუბამდე „ინსტაგრამზე“ ეწერა, რომ მისი კარიერული მოგება-წაგების ბალანსი 18:0 იყო. მარცხის შემდეგ თოფურიამ ეს ინფორმაცია წაშალა, ცარუკიანი კი მას მოუწოდებს, დაწეროს ის, რაც რეალურად აქვს — 17 მოგება და 1 წაგება.

რაც შეეხება Face ID-ს, ცარუკიანმა აქცენტი გააკეთა იმაზე, რომ გეიჯიმ ილიას სახე ისე დაუზიანა, ტელეფონი მის ამოცნობას ვერ შეძლებს. Face ID არის Apple-ის მიერ შექმნილი სახის ამოცნობის ბიომეტრიული სისტემა, რომელიც ტრადიციული თითის ანაბეჭდის ან ციფრული კოდის ნაცვლად, ტელეფონის უსაფრთხოებისთვის სახეს იყენებს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„ილიას ამას ვეტყოდი“ | ოლივეირამ გეიჯისა და თოფურიას ჩხუბზე ისაუბრა
„ილიას ამას ვეტყოდი“ | ოლივეირამ გეიჯისა და თოფურიას ჩხუბზე ისაუბრა