„ილია ძალიან ჩქარობდა“ - ვოლკანოვსკიმ თოფურია-გეიჯის ჩხუბი შეაფასა
UFC-ის ქვემსუბუქი წონითი დივიზიონის ჩემპიონმა, ალექსანდრ ვოლკანოვსკიმ ილია თოფურიასა და ჯასტინ გეიჯის საჩემპიონო ჩხუბი შეაფასა, რომელშიც „ელ მატადორმა“ ჩემპიონის ქამარი დათმო.
„ილია ჩქარობდა. ის სწრაფ ფინიშს ელოდებოდა. რა თქმა უნდა, მას ამის უნარი შესწევს, მაგრამ ყოველთვის არსებობს იმის რისკი, რომ შენი დარტყმები არ გავა და დაიღლები. თუმცა არ დავუკარგოთ ჯასტინ გეიჯის მისი სამუშაო. ილიას უყვარს კონტრშეტევაზე გადასვლა და მას ჰქონდა კარგი მომენტები, განსაკუთრებით როცა დისტანციიდან მარჯვენა ხელით რამდენიმე კარგი დარტყმა გამოუვიდა.
გეიჯიმ ამ დარტყმებს გაუძლო, მაგრამ ილია კვლავ წინ მიდიოდა და სწორედ ამ დროს მიიღო ის დაზიანება. ამის შემდეგ ის ცდილობდა, კიდევ უფრო მალე დაესრულებინა ჩხუბი და ეს კიდევ უფრო ღლიდა.
ეს იყო და არის ილიას მთავარი პრობლემა. მე ადრეც შემინიშნავს, რომ ის იღლებოდა, მაგრამ ასეთ დროს ილია ახერხებდა ჩხუბის მალევე დასრულებას. ახლა კი, ილიას კუთხეს რომ მეოთხე რაუნდის შემდეგ ჩხუბი არ დაესრულებინა, ამას ექიმები იზამდნენ“.
შეგახსენებთ, რომ UFC Freedom 250-ის მთავარ ბრძოლაში ილია თოფურიამ მსუბუქი წონის ჩემპიონის ქამარი დაკარგა - მეოთხე რაუნდის შემდეგ ჩხუბის დასრულება ილიას კუთხემ მოითხოვა, გეიჯიმ კი ტექნიკური ნოკაუტით გაიმარჯვა.