„ძალიან ბნელ ადგილასაა“ | კონორ მაკგრეგორმა ილიაზე ისაუბრა
UFC-ის ორი წონითი დივიზიონის ყოფილი ჩემპიონი, კონორ მაკგრეგორი, არიელ ჰელვანის გადაცემის სტუმარი იყო. ირლანდიელმა მაქს ჰოლოუეისთან დანიშნულ ორთაბრძოლაზე ისაუბრა და ილია თოფურიას შესახებ დასმულ შეკითხვას უპასუხა.
ჰელვანი: „წლების განმავლობაში ილიას შენი სახელი ბევრჯერ დაუკავშირეს. ხალხი ამბობს, რომ თოფურია მაკგრეგორს გვაგონებს...“
მაკგრეგორი: „იგივე ტატუები, ფრაზები და მოძრაობები აქვს. ცერემონიული აწონვისას ყვირილი უნდოდა, ზუსტად ისე, როგორც მე გავაკეთე. ილია კარგი ბიჭია და მომწონს, მაგრამ ვიცოდი, რომ ეს დაემართებოდა. ვიცოდი, რადგან მისი ვარჯიშები ვნახე.
ამ მდგომარეობაში მეც ვყოფილვარ. ვარჯიშებისას, ოქტაგონის გარეთ 1000 დოლარი უნდა დადო და შენს სპარინგ-პარტნიორებს უთხრა: „თუ დამაგდებთ, ეს ფული თქვენია“. თოფურიას ასეთი რაღაცები უნდა გაეკეთებინა და აუცილებლად ესაჭიროებოდა ბიჭები, რომლებიც მის დასაგდებად ყველაფერს იზამდნენ.
ის სრულყოფილი მებრძოლი არაა და შეცდომები აქვს, მაგრამ ძალიან კარგი ბიჭია. დაბრუნება შეუძლია, მაგრამ ჯერ სახე უნდა მოიშუშოს, რადგან მძიმედ არის დაზიანებული. ილია მაგრად ცემეს, რის გამოც დანებება მოუწია. ახლა ის ძალიან ბნელ ადგილასაა და საკუთარ თავში ძალიან ღრმად მოუწევს ჩასვლა, რათა დამატებითი ძალები იპოვოს. შეძლებს ამას? ვფიქრობ, კი, ამას შეძლებს! ექნება მოტივაცია, რათა ეს გააკეთოს და ყოველივე საუკეთესოს ვუსურვებ“.
ცნობისთვის, ჯასტინ გეიჯისთან წაგებული ჩხუბის შემდეგ თოფურია UFC-ის P4P (Pound-for-pound) რეიტინგში სამი ადგილით დაქვეითდა. „ელ მატადორი“ მეორე პოზიციაზე იმყოფებოდა, განახლებულ ტოპ 15-ში კი მეხუთეზეა.