გიგა ჭიკაძე
Aa
Aa

ოფიციალურად - ჭიკაძე მორიგ ბრძოლას სექტემბერში გამართავს

UFC-ის ქვემსუბუქი წონითი დივიზიონის მებრძოლი გიგა ჭიკაძე ყველაზე პრესტიჟულ პრომოუშენში თავის მე-13 ბრძოლას ჩაატარებს - „ნინძა“ UFC 331-ზე ბრაზილიელ ჟოანდერსონ ბრიტოს დაუპირისპირდება.

ბრიტო 31 წლისაა, ის UFC-ში 2022 წლიდან ჩხუბობს და 7 მოგებასთან ერთად 3 მარცხიც დაუგროვდა, სულ კი შერეულ ორთაბრძოლებში 19 ჩხუბი მოიგო, 5 წააგო და 1 ფრედ დაასრულა. ბრიტოს ბოლო ჩხუბი მიმდინარე წლის ივნისით თარიღდება, როცა მან ამერიკელ ჯორდან ლივიტს მახრჩობელა ილეთით მოუგო.

ჭიკაძის (15-6) დებიუტი UFC-ში 2019 წელს შედგა და მას შემდეგ „ნინძამ“ 9-დან 8 ჩხუბი მოიგო, რასაც სამწუხაროდ შემდეგ ზედიზედ 3 მარცხი მოჰყვა - არნოლდ ალენთან, დევიდ ონამასთან და კევინ ვალეხოსთან. 37 წლის ჭიკაძე ჟოანდერსონ ბრიტოსთან ამ წარუმატებელი სერიის შეწყვეტას შეეცდება.

ჭიკაძე-ბრიტოს ბრძოლა UFC 331-ზე გაიმართება, რომლის მთავარი მოვლენაც ჯოშუა ვენისა და ალეშანდრე პანტოჟას დაპირისპირება იქნება. ბრაზილიელი რევანშის აღებას შეეცდება, ვენისთვის კი ეს უმსუბუქესი წონის ჩემპიონის ტიტულის პირველი დაცვა იქნება.

რაც შეეხება UFC 331-ის თანამთავარ მოვლენას, ათთვიანი პაუზის შემდეგ ოქტაგონზე მსუბუქი წონის რეიტინგის მეორე ნომერი არმან ცარუკიანი დაბრუნდება, მისი მეტოქე კი არა ჩარლზ ოლივეირა, როგორც ამას არაერთი გამოცემა პროგნოზირებდა, არამედ ბრაზილიელი მაურისიო რუფი (14-2) იქნება. UFC 331 20 სექტემბერს ლოს ანჯელესში გაიმართება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„მინდა, პირველი ბრძოლა ილიასთან გამართოს“ | ალი აბდელაზიზი უსმან ნურმაგომედოვზე
„მინდა, პირველი ბრძოლა ილიასთან გამართოს“ | ალი აბდელაზიზი უსმან ნურმაგომედოვზე