საბა საზონოვი
Aa
Aa

საზონოვმა მეორე ტაიმი ითამაშა | ხეტაფე მონაკოსთან დამარცხდა

„ხეტაფე“ 2026/27 წლების სეზონისთვის ემზადება და ამხანაგურ შეხვედრებს მართავს. ხოსე ბორდალასის გუნდი „მონაკოს“ დაუპირისპირდა და 0:1 დამარცხდა. მატჩის ერთადერთი გოლი მეორე ტაიმში გავიდა და პენალტი პარის ბრუნერმა შეაგდო.

„ხეტაფეს“ რიგებში საბა საზონოვის არაოფიციალური დებიუტი შედგა. ქართველი ფეხბურთელი თამაშში მეორე ტაიმის სტარტზე ჩაერთო და მოედანზე საფინალო სასტვენამდე იყო.

საზონოვს საკლუბო დონეზე 2024 წლის შემდეგ არ ჰქონდა ნათამაშები. ბოლოს მან „მილანის“ წინააღმდეგ იასპარეზა და „ტორინოს“ რიგებში მოედანზე ცვლილებაზე შევიდა.

ცნობისთვის, „ხეტაფეს“ მომდევნო მეტოქე „ტოტენჰემია“ და „დეზებს“ ლონდონში 8 აგვისტოს დაუპირისპირდება. „ხეტაფესთვის“ სეზონი 15 აგვისტოს იხსნება. თბილისის დროით 21:30 საათზე საზონოვი და კომპანია სტუმრად „ალავესს“ დაუპირისპირდებიან.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ბარსასთვის ალვარესი გამოირიცხა | მისი ერთ-ერთი ალტერნატივა მიქაუტაძე იყო
ბარსასთვის ალვარესი გამოირიცხა | მისი ერთ-ერთი ალტერნატივა მიქაუტაძე იყო