ამ მაჩვენებლით ნიდერლანდებში ერთ-ერთი საუკეთესოა - იეგოიანი მაგარ სეზონს ატარებს
საქართველოს ნაკრებისა და ექსელსიორის შემტევი ნახევარმცველი, ირაკლი ეგოიანი გოლებში მიღებული მონაწილეობის სტატისტიკით ნიდერლანდების ჩემპიონატის საუკეთესო ათეულშია და რეიტინგში „გოუ ეჰეად იგლზის“ ფეხბურთელ, სორენ ტენგშტეტთან ერთად მე-2-მე-3 ადგილს ინაწილებს.
ერედივიზიონის მიმდინარე სეზონში ქართველმა ფეხბურთელმა 7 გოლში მიიღო მონაწილეობა. მის ანგარიშზე 2 გოლი და 5 საგოლე გადაცემაა. საგულისხმოა, რომ ეგოიანი უკვე გაუტოლდა გასული სეზონის მაჩვენებელს, როდესაც 35 მატჩში 5 გოლი და 2 ასისტი ჰქონდა, წლევანდელი შედეგი კი მან, სულ რაღაც 7 მატჩში აჩვენა.
რეიტინგს 9 საგოლე მოქმედებით „ფეიენოორდის“ ნახევარმცველი, ჯივაი ზეხიელი ლიდერობს.
View this post on Instagram
7 ტურის შემდეგ, „ექსელსიორს“ ერედივიზიონში 3 მოგება, 2 ფრე, 2 მარცხი და შესაბამისად 11 ქულა აქვს, სატურნირო ცხრილში კი მე-7 პოზიციაზე იმყოფება. ირაკლი ეგოიანი ახლა საქართველოშია და ხვალიდან, ეროვნულ ნაკრებთან ერთად ერთა ლიგის თამაშებისთვის მოემზადება.
„ექსელსიორი“ მომდევნო შეხვედრას სანაკრებო პაუზის დასრულების შემდეგ, 11 ოქტომბერს საკუთარ მოედანზე „გრონინგემთან“ გამართავს.