რეალთან კონტრაქტი გაახანგრძლივა | ვინისიუსი სანტიაგო ბერნაბეუზე რჩება
ვინისიუს ჟუნიორი „სანტიაგო ბერნაბეუს“ არ დატოვებს. ბოლო პერიოდში ხშირად იწერებოდა, რომ ბრაზილიელი ფეხბურთელის გადაბირებით „არსენალი“ ინტერესდებოდა. ლონდონელები აქტიურობდნენ, თუმცა არაფერი გამოუვიდათ.
„რეალმა“ ოფიციალური განცხადება გაავრცელა და ვინისიუსთან მიღწეული შეთანხმების შესახებ გვაუწყა. ბრაზილიელმა „სამეფო კლუბთან“ კონტრაქტი გაახანგრძლივა და „ბლანკოსის“ ღირსებას 2032 წლის 30 ივნისამდე დაიცავს.
???? 8 años de @ViniJr...¡y los que nos quedan! pic.twitter.com/fG2muw8sCj
— Real Madrid C.F. (@realmadrid) August 6, 2026
Globo-ს ინფორმაციით, გასული ოთხშაბათი გადამწყვეტი გამოდგა. შეხვედრისას „რეალის“ წარმომადგენლებმა ვინისიუსს განუცხადეს, რომ მისი გაშვება არ სურთ და მზად იყვნენ, მის შესანარჩუნებლად ხელფასი და ბონუსები გაეზარდათ. მადრიდელებმა ვინისიუსს რამდენიმე ალტერნატივაც წარუდგინეს და საბოლოოდ, მისგან თანხმობა მიიღეს.
ვინისიუსის ყოველწლიური ხელფასი 20 მილიონი ევრო იქნება, თუმცა მის მიერ გამომუშავებული თანხა ბონუსებით გაიზრდება. Globo-ს მიხედვით, ფეხბურთელი კონტრაქტის გაფორმების ბონუსს მიიღებს, რომელიც ხუთ წელზე გადანაწილდება. გარდა ამისა, ბონუსებში გათვალისწინებული იქნება გოლები და ლოიალურობა.