მესის დუბლი და ასისტი - მაიამიმ ატლეტიკო სან ლუისს მოუგო
„ინტერ მაიამიმ“ ლიგების თასი „ატლეტიკო სან ლუისთან“ მატჩით დაიწყო და 4:2 გაიმარჯვა, გულშემატკივრებმა კი ლიონელ მესის მორიგი პერფორმანსი იხილეს - არგენტინელმა მატჩი დუბლითა და საგოლე პასით დაასრულა.
ანგარიში მე-4 წუთზე მექსიკელთა შემტევა, დავიდ როდრიგესმა გახსნა. მალევე მესიმ ანგარიში გაათანაბრა, 26-ე წუთზე სეგოვიამ ფლორიდელები დააწინაურა, 44-ე წუთზე მესიმ დუბლი გაიფორმა, პირველი ტაიმის კომპენსირებულ დროში კი არგენტინელის პასით უკვე მიკაელმა გაიტანა. მეორე ტაიმში სტუმრებმა ანგარიშში სხვაობა შეამცირეს, თუმცა „მაიამიმ“ სასურველი ანგარიშის შენარჩუნება მოახერხა - 4:2.
ცნობისთვის, ლიგების თასში MLS-ისა და მექსიკის ჩემპიონატის გუნდები მონაწილეობენ.
9 აგვისტოს „ინტერ მაიამი“ „მონტერეის“ შეხვდება, 13 აგვისტოს კი „ლეონს“ დაუპირისპირდება. სამი ტურის შემდეგ 4-4 საუკეთესო ამერიკული და მექსიკური გუნდი მეოთხედფინალურ წყვილებს ჩამოაყალიბებს.