საჩემპიონო ქამრისთვის | ამირან გოგოლაძე ოქტომბერში იჩხუბებს
ამირან გოგოლაძეს საბრძოლო ორგანიზაციის, Oktagon MMA-ის საჩემპიონო ქამრის დასაკუთრების შანსი აქვს. ქართველი მებრძოლი ქვესაშუალო წონითი დივიზიონის ვაკანტური ტიტულისთვის იბრძოლებს და ფელიქს კლინკჰამერს დაუპირისპირდება.
გოგოლაძისა და კლინკჰამერის ორთაბრძოლა 31 ოქტომბერს გაიმართება. ღონისძიება მიუნხენში ჩატარდება და ჯერჯერობით ერთადერთი ჩხუბი, რომელიც ორგანიზაციამ დააანონსა, გოგოლაძისა და კლინკაჰმერის დაპირისპირებაა.
???? BREAKING NEWS ????
— OKTAGON (@OktagonOfficial) August 6, 2026
A new welterweight champion will be crowned at OKTAGON 96!
Georgian phenom, Amiran Gogoladze (18-3) ???????? faces submission expert, Felix Klinkhammer (11-0) ???????? for the vacant belt in Munich on Oct. 31!
Who leaves with gold?
Tickets????????
???? https://t.co/8Lx577trto pic.twitter.com/b4SgtyEGnG
კლინკჰამერი გერმანელი მებრძოლია და სამშობლოში იასპარეზებს. ის 31 წლისაა და 11-დან ყველა ორთაბრძოლა მოიგო. კლინკჰამერის მთავარი იარაღი ჭიდაობა და გრეპლინგია. 11-დან 8-ჯერ მან მახრჩობელა/მტკივნეული ილეთით იმარჯვა, ნოკაუტით მხოლოდ ერთხელ მოიგო, 2-ჯერ — მსაჯების გადაწყვეტილებით.
რაც შეეხება „სნაიპერს“, ქართველ მებრძოლს ზედიზედ ოთხი გამარჯვება აქვს. ამირანმა ბოლოს Dana White's Contender Series-ზე წააგო, როდესაც დარიუს ფლაუერსთან ჩხუბი მხრის ამოვარდნის გამო ვერ გააგრძელა. Oktagon MMA-ში მას ზედიზედ ოთხი მოგება აქვს.