თემურ ქეცბაია, დინამო თბილისი, თორნიკე კვარაცხელია
Aa
Aa

„როცა მოთამაშე ნიჭიერია, ასაკს მნიშვნელობა არ აქვს“ - ქეცბაია კვარაცხელიაზე

დღეს, დინამო თბილისმა ახალი მთავარი მწვრთნელის თანამდებობაზე თემურ ქეცბაია წარადგინა, რომელიც დინამო არენას საპრესკონფერენციო დარბაზში მედიას ესაუბრა და ერთ-ერთი კითხვა სატრანსფერო პოლიტიკის შესახებ იყო, სადაც თორნიკე კვარაცხელიას სახელმაც გაიჟღერა.

თორნიკე კვარაცხელიას შესახებ:

„თორნიკეს შესახებ საუბარი გვქონდა. ჩემთვის მნიშვნელობა არ აქვს რა ასაკისაა ფეხბურთელი. როცა მოთამაშე ნიჭიერია, ყველანაირად ხელს შევუწყობ. იგივე სალია ამხელა დონის გუნდში წავიდა. ჩვენი მხრიდან ახალგაზრდების მიმართ ძალიან დიდი ინტერესია, თუნდაც უცხოეთის მხრიდან. ეს ძალიან კარგია“.

სატრანსფერო პოლიტიკის შესახებ:

„ყველაფერი ერთ დღეში ვერ მოხდება, დროა საჭირო რადგან გუნდში ბევრი ახალგაზრდა ფეზბურთელია. მათ ჭირდებათ გვერდით გამოცდილი მოთამაშეები.

ისეთი ფეხბურთელები გვჭირდება რომლებიც მზად იქნებიან. ჩვენ ისეთი მოთამაშეები გვჭირდება, რომლებიც გუნდს დაეხმარებიან. ვინც გუნდში მოვა, ეს ჩემი თანხმობით მოხდება. მინდა ისეთები მოვიდნენ რომელთაც ვიცნობ და ვიცი მათი შესაძლებლობები.

სალაპარაკოდ ადვილია, მაგრამ გასაკეთებლად ადვილი არ იქნება. გამოცდილი ფეხბურთელები გვჭირდება. დინამო არ არის იმ სიტუაციაში რაც ქომაგებს გვინდა. თვენახევარში გაიხსნება სატრანსფერო ფანჯარა. ბევრი ნიჭიერი ფეხბურთელი გვყავს, მაგრამ მათ გამოცდილი ფეხბურთელები სჭირდებათ გვერდით“.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები