ტორონტო რეპტორსი, სანდრო მამუკელაშვილი, კლივლენდ კავალიერსი
Aa
Aa

NBA: მამუკელაშვილის ტორონტომ კლივლენდს მოუგო და სერიაში ჩამორჩენა შეამცირა

გამთენიისას NBA-ში პლეი-ოფების მორიგი შეხვედრები გაიმართა. სანდრო მამუკელაშვილის „ტორონტო რეპტორსმა“ შინ „კლივლენდთან“ სერიის მესამე შეხვედრა გამართა. ორი საგარეო მარცხის შემდეგ კანადელებმა საკუთარ კედლებში 126:104 მოიგეს.

სერიაში ანგარიშში სხვაობა მინიმუმამდე შემცირდა (1:2). რაც შეეხება სანდრო მამუკელაშვილს, ამჯერად კარგი მატჩი არ ჰქონია. მამუმ ჯამში 11 წუთი ითამაშა და შეხვედრა 2 მოხსნითა და 1 პასით დაასრულა.

სანდროს გუნდის მხრიდან პარკეტზე საუკეთესოები იყვნენ ერ ჯეი ბარეტსი და სკოტ ბარნსი - 33-33 ქულა. სტუმართა რიგებში ყველაზე მეტი 18 ქულა ჯეიმს ჰარდენმა ჩააგდო.

სერიის მე-4 მატჩი 26 აპრილს კვლავ ტორონტოში გაიმართება. ბოლოს კი გეტყვით, რომ სერია ოთხ მოგებამდეა. გამარჯვებული აღმოსავლეთის კონფერენციის ნახევარფინალში ითამაშებს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები