რეალს ოლისე უნდა | მადრიდელები მზად არიან 160 მილიონი გადაიხადონ
„ბაიერნის“ ფეხბურთელი, მაიკლ ოლისე, ფენომენალურ სეზონს ატარებს. ფრანგი გარემარბი ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალში, „რეალთანაც“ ბრწყინვალე იყო და გერმანელი ჟურნალისტის, კრისტიან ფალკის, ინფორმაციით, მადრიდელთა ყურადღება მიიპყრო.
ფალკის მიხედვით, ოლისე „ბლანკოსის“ ერთ-ერთი მთავარი სამიზნეა. „თეთრები“ მის გადაბირებას ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრისას შეეცდებიან და მიუნხენელთათვის სარფიან წინადადებას ამზადებენ.
გერმანელი ჟურნალისტის ინფორმაციით, საუბარი 160 მილიონი ევროს ოდენობის შეთავაზებაზეა. „რეალში“ იმედი აქვთ, რომ ეს თანხა საკმარისი იქნება, რათა „ბაიერნი“ ოლისეს გაყიდვაზე დაიყოლიონ. „რეკორდმაისტერს“ ფრანგი ფეხბურთელის გაშვება არ უნდა და მადრიდელთათვის ამ გარიგების დახურვა მარტივი არ იქნება.
ცნობისთვის, 2025/26 წლების სეზონში ოლისემ „ბაიერნის“ მაისურით მონაწილეობა 45 შეხვედრაში მიიღო. მის ანგარიშზე 18 გოლი და 29 შედეგიანი გადაცემაა. Transfermarkt-ზე ოლისეს საბაზრო ღირებულება 140 მილიონი ევროა.