პეპ გუარდიოლა
Aa
Aa

გუარდიოლა იტალიის ნაკრებში? - რას წერს Gazzetta dello Sport-ი

პეპ გუარდიოლა იტალიის ნაკრების გაწვრთნისთვის მზადაა - ინფორმაციას La Gazzetta dello Sport-ი ავრცელებს.

წყაროს ცნობით, პეპს აქვს თავისუფლება, თავად გადაწყვიტოს საკუთარი მომავალი, იტალიის ფეხბურთის ფედერაცია კი მიიჩნევს, რომ მათი მოვალეობაა, სცადონ მისი დაყოლიება.

სანაკრებო ფეხბურთში გადასვლა მის გეგმებში უკვე დიდი ხანია შედის, რადგან ეს მას მუშაობის შედარებით მშვიდ ტემპს სთავაზობს. პეპს იტალიასთან მჭიდრო კავშირი აქვს, რაც იმას ნიშნავს, რომ ფედერაციის ზარის შემთხვევაში, გუარდიოლა წინადადებას აუცილებლად მოისმენს.

ლეონარდო ბონუჩი, რომელიც იტალიის ნაკრების სამწვრთნელო შტაბის წევრია, გუარდიოლასთან მუშაობაზე ოცნებობს:

„თუ რეალურად გვაქვს ყველაფრის თავიდან დაწყების სურვილი, მე გუარდიოლათი დავიწყებდი. ვფიქრობ, ეს ძალიან რთულია, მაგრამ ოცნებას წინა რაფერი უდგას“.

თუ გუარდიოლა „სიტის“ დატოვებს, მის შემცვლელად მთავარი კანდიდატი ენცო მარესკა იქნება. რამდენიმე წყაროს ცნობით, წინასწარი მოლაპარაკებები უკვე დაწყებულია.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები