პეპ გუარდიოლა
Aa
Aa

„ადრე მსოფლიო ჩემპიონატი დღესასწაული იყო“ | გუარდიოლა მუნდიალის ბილეთების ფასებზე

„მანჩესტერ სიტის“ მთავარმა მწვრთნელმა, პეპ გუარდიოლამ, მსოფლიო ჩემპიონატის ბილეთებისა და ტრანსპორტის მაღალ ფასებზე ისაუბრა. „ქალაქელთა“ დამრიგებელს ამ თემაზე პრესკონფერენციაზე დაუსვეს შეკითხვა და გუარდიოლამ განაცხადა, რომ ფეხბურთი, უპირველეს ყოვლისა, გულშემატკივრებისთვისაა.

„ადრე, ძალიან, ძალიან ბევრი წლის წინ, მსოფლიო ჩემპიონატი დღესასწაული იყო და ხალხი ფეხბურთით ბედნიერდებოდა. ადამიანები მთელი მსოფლიოდან, სხვა კონტინენტებიდან ჩამოდიოდნენ, რათა თავიანთი ქვეყნის ნაკრების თამაში ენახათ და ყველაფერი უფრო ხელმისაწვდომი იყო.

ახლა კი, ჩვენს დროში... ყველაფერი ძალიან ძვირია. პირადად მე, იქ არ ვარ, ამიტომ ზუსტად არ ვიცი მიზეზი. იმედია, ამაზე დაფიქრდებიან და რამეს შეცვლიან. ფეხბურთი გულშემატკივრებისთვის არის. რა თქმა უნდა, სპონსორებზეც უნდა იფიქრო და სხვა მსგავს საკითხებზეც, რადგან წინააღმდეგ შემთხვევაში ფინანსები და შემოსავალი არ იქნება, მაგრამ მთავარი მაინც გულშემატკივარია.“

ცნობისთვის, The Guardian-ის ინფორმაციით, მსოფლიო ჩემპიონატის ფინალზე 2.3-მილიონიანი ბილეთებიცაა. ფიფას ვებგვერდზე ოთხი ასეთი ბილეთია განთავსებული და თითოეული მათგანი 2,299,998.85 აშშ დოლარად არის შეფასებული. ყველაზე იაფი ბილეთი ფინალზე 10,923.85 დოლარი ღირს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
არც ოლისე, არც კვარა | პაპენმა ბაიერნისა და პსჟ-ის შემტევებიდან ტოპ 3 დაასახელა
არც ოლისე, არც კვარა | პაპენმა ბაიერნისა და პსჟ-ის შემტევებიდან ტოპ 3 დაასახელა