ილია თოფურია, ჯასტინ გეიჯი
Aa
Aa

„1000 დოლარს ილიასაც გაუგზავნის“ | ჯასტინ გეიჯის მწვრთნელის კომენტარი

ჯასტინ გეიჯის მწვრთნელმა, ტრევორ უიტმენმა, ილია თოფურიასთან გამართული ჩხუბი გაიხსენა. უიტმენმა დაასახელა ის, რაც გეიჯის „ელ მატადორის“ მიერ კორპუსში განხორციელებული დარტყმების გაძლებაში დაეხმარა და აღნიშნა, რომ გეიჯი მზადაა, მას 1 000 აშშ დოლარი გაუგზავნოს.

„ჯასტინი სპარინგ-პარტნიორებს 1 000 დოლარს უხდის, თუ ისინი კორპუსში განხორციელებული დარტყმით ნოკდაუნში ჩააგდებენ. ყველას გადაუხადა, ვინც დააგდო, და თქვა, რომ 1 000 დოლარს ილიასაც გაუგზავნის.

დარბაზში ყველა, ვინც მას კორპუსში განხორციელებული დარტყმით ნოკდაუნში ჩააგდებს, 1 000 დოლარს იღებს. ეს ჯასტინის მიერ შექმნილი თამაშია და აბსოლუტურად ყველას ეხება. მას უნიკალური დამოკიდებულება აქვს. ჯასტინს უნდა იგრძნოს, ასეთი დარტყმების მიღება რას ნიშნავს“.

ცნობისთვის, გეიჯისა და თოფურიას ორთაბრძოლის მეორე რაუნდში „ელ მატადორმა“ მეტოქეს კორპუსში მტკივნეული დარტყმები მიაყენა და ჯასტინი ჩაიკეცა. ამ დარტყმების შემდეგ ილია მეტოქეს პარტერში ჩაჰყვა და მისი მტკივნეული ან მახრჩობელა ილეთით დაფინიშება გადაწყვიტა, რაც, სამწუხაროდ, არ გამოუვიდა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„იმაზე მეტ გავლენას ახდენს, ვიდრე მეგონა“ - ტუხელი წყლის შესვენებებზე
„იმაზე მეტ გავლენას ახდენს, ვიდრე მეგონა“ - ტუხელი წყლის შესვენებებზე