ტომას ტუხელი
Aa
Aa

„იმაზე მეტ გავლენას ახდენს, ვიდრე მეგონა“ - ტუხელი წყლის შესვენებებზე

ინგლისის ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ტომას ტუხელმა 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე წყლის შესვენებისთვის განკუთვნილი პაუზების შესახებ ისაუბრა.

რას ამბობს ტუხელი:

„ვფიქრობ, ეს პაუზები თამაშზე ბევრად უფრო მეტად ახდენს გავლენას, ვიდრე მეგონა. ადრე ასეთი შესვენებები მხოლოდ მაშინ გვქონდა, როდესაც მართლა ძლიერი სიცხე იყო.

ეს აუცილებელი იყო, მაგრამ მაშინ ისინი უფრო მოკლე გახლდათ. თანაც, მხოლოდ რამდენიმე თამაშში ხდებოდა. ახლა კი — სამართლიანობის მიზნით — ეს ყველა მატჩში კეთდება.

ამგვარად, მატჩი ოთხ მეოთხედად იყოფა. ეს კი თამაშის ხასიათს იმაზე მეტად ცვლის, ვიდრე აქამდე მიმაჩნდა“.

მსოფლიო ჩემპიონატზე, ინგლისის ნაკრებმა პირვეილ მატჩი ხორვატიასთან გამართა და მეტოქე 4:2 დაამარცხა, მეორე ტურის შეხვედრას კი ხვალ, განას ნაკრების წინააღმდეგ გამართავს.

მსგავსი სიახლეები

ასევე დაგაინტერესებთ
ჰოლანდის დუბლი - ნორვეგიამ მძიმე ბრძოლაში მოიგო და პლეი-ოფი გაინაღდა
ჰოლანდის დუბლი - ნორვეგიამ მძიმე ბრძოლაში მოიგო და პლეი-ოფი გაინაღდა