ერლინგ ჰოლანდი, სადიო მანე
Aa
Aa

ჰოლანდის დუბლი - ნორვეგიამ მძიმე ბრძოლაში მოიგო და პლეი-ოფი გაინაღდა

მსოფლიო ჩემპიონატის I ჯგუფის მეორე ტურში, ნორვეგიის ნაკრებმა სენეგალი მძიმე ბრძოლაში 3:2 დაამარცხა და 1/16 ფინალში თამაში გაინაღდა.

მორიგი გამორჩეული მატჩი ჩაატარა ერლინგ ჰოლანდმა, რომელმაც აფრიკელებს დუბლი შეუსრულა და თავისი გნდის გამარჯვებაში ლომის წილი დაიდო.

ანგარიში ნორვეგიამ 43-ე წუთზე პედერსენის გოლით გახსნა. 48-ე წუთზე ერლინგ ჰოლანდმა სხვაობა ორამდე გაზარდა, რასაც 53-ე წუთზე ისმაილა სარის გოლი მოჰყვა, რითაც სენეგალმა სხვაობა მინიმუმამდე შეამცირა. 58-ე წუთზე ჰოლანდმა მეტოქის კარში დუბლი შეასრულა და ორბურთიანი უპირატესობა აღადგინა. მატჩის ბოლოს, მსაჯის მიერ დამატებულ მესამე წუთზე სენეგალმა კიდევ ერთხელ შეძლო ანგარიშის მინიმუმამდე შემცირება, მაგრამ დარჩენილ დროში მატჩის გადარჩენა ვეღარ მოახერხა.

ამ გამარჯვებით, ნორვეგიამ სატურნირო ცხრილში 6 ქულა დააგროვა და პირველი ადგილისთვის მატჩში 26 ივნისს საფრანგეთს დაუპირისპირდება. სენეგალი კი მესამე ადგილისთვის იბრძოლებს და მეტოქე ერაყის ნაკრები იქნება. ორივე შეხვედრა ერთმანეთის პარალელურად გაიმართება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
მბაპეს დუბლი და 2 საათით შეწყვეტილი მატჩი - საფრანგეთმა ერაყს მოუგო
მბაპეს დუბლი და 2 საათით შეწყვეტილი მატჩი - საფრანგეთმა ერაყს მოუგო