ლიონელ სკალონი, არგენტინის საფეხბურთო ნაკრები
Aa
Aa

„ჩემთვის გეგმა A, B და C სკალონია“ - კლაუდიო ტაპია არგენტინის ნაკრებზე

არგენტინის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა, კლაუდიო ტაპიამ TyC Sports-თან ინტერვიუში ლიონელ სკალონის მომავალზე ისაუბრა და ასევე უპასუხა კითხვას, დაასრულა თუ არა სანაკრებო კარიერა „ალბისელესტეს“ კაპიტანმა, ლიონელ მესიმ.

„ყველას გვინდა, რომ სკალონიმ ნაკრებთან მუშაობა გააგრძელოს. მე მადლიერი ვარ იმის, სკალონიმ ყველაფერი კარგად უნდა გააანალიზოს და მიიღოს ის გადაწყვეტილება, რომელსაც ყველაზე მართებულად თვლის.

თუ სკალონი ფიქრობს, რომ წასვლის დრო დადგა, ან სადმე უკეთესი შეთავაზება ეგულება, მას ძალით ვერ შევინარჩუნებ. პირადად ჩემთვის, გეგმა A, B და C ლიონელ სკალონია.

რაც შეეხება ლეო მესის, ეს მხოლოდ მისი გადასაწყვეტია. არ შევაწუხებთ და მივცემთ საშუალებას, დატკბეს ფეხბურთით და შემდეგ მიიღოს გადაწყვეტილება.

2022 წელს არ ვიცოდით, ითამაშებდა თუ არა 2026 წელს მსოფლიო ჩემპიონატზე. მესი თამაშიდან თამაშამდე თავის მდგომარეობას აფასებდა და საბოლოოდ მუნდიალზე შესაძლოა მისი ყველა დროის საუკეთესო ვერსია ვიხილეთ“.

ცნობისთვის, სკალონის კონტრაქტი არგენტინის ნაკრებთან 2026 წლის ბოლოს იწურება. რა გადაწყვეტილებას მიიღებს 48 წლის სპეციალისტი, ჯერჯერობით უცნობია.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„არ უნდა დაგვავიწყდეს, თუ რას მივაღწიეთ“ -  სკალონი
„არ უნდა დაგვავიწყდეს, თუ რას მივაღწიეთ“ - სკალონი