“ლეგენდები ხართ და ამას ვერავინ წაგართმევთ“ - დი მარიამ არგენტინის ნაკრებს მიმართა
არგენტინის ნაკრების ყოფილმა ლიდერმა, ანხელ დი მარიამ, მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალში ესპანეთთან დამატებით დროში მარცხის შემდეგ თანაგუნდელებს სოციალური ქსელით ემოციური წერილი მიუძღვნა და აღნიშნა, რომ ეს ერთი წაგება მათი ისტორიული მიღწევების მნიშვნელობას ვერ შეამცირებს.
დი მარია:
„მთელი ქვეყანა თქვენით ამაყობს. კიდევ ერთხელ გააერთიანეთ არგენტინა იმ სიყვარულით, თავდადებითა და მებრძოლი სულით, რომელიც ამ მსოფლიო ჩემპიონატზე აჩვენეთ.
თქვენ უკვე ისტორია ხართ. ლეგენდები ხართ და ამას ვერავინ წაგართმევთ. თქვენ ჩვენი ქვეყნის ისტორიაში საუკეთესო ეროვნული ნაკრები ხართ. ზედიზედ ხუთი ფინალი — ამასაც ვერავინ წაგართმევთ. მადლობა ყველაფრისთვის!“
ფინალი ალბისელესტესთვის განსაკუთრებით რთული აღმოჩნდა. არგენტინამ ძირითადი დროის განმავლობაში კარში ერთხელაც ვერ დაარტყა, რაც მსოფლიო ჩემპიონატების ფინალების ისტორიაში უპრეცედენტო ანტირეკორდია.
დაძაბულ შეხვედრაში ტრავმის გამო პირველი ტაიმის დროს ლისანდრო მარტინესი შეცვალეს, ხოლო დამატებითი დროის დაწყებამდე ცოტა ხნით ადრე ენცო ფერნანდესი გააძევეს. ასევე ტრავმა მიიღო რომერომაც და სკალონის მისი შეცვლა მოუწია.
ამ გამარჯვებით ესპანეთი ისტორიაში პირველი ქვეყანა გახდა, რომელიც ერთდროულად ფლობს როგორც მამაკაცთა, ისე ქალთა მსოფლიო ჩემპიონის ტიტულს, ხოლო არგენტინისთვის ეს მარცხი ოქროს თაობის ეპოქის მტკივნეული დასასრული აღმოჩნდა.
ასევე, არგენტინა წაგებული ფინალების რაოდენობით, გერმანიას გაუთანაბრდა.