“სირცხვილია, უნდა დაისაჯოს“ - პარედესს მწვავედ აკრიტიკებენ
მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში ესპანეთი არგენტინას დაუპირისპირდა. შეხვედრის ძირითადი დრო ფრედ, 0:0 დასრულდა, დამატებით დროში კი ფერან ტორესმა გაიტანა და „ფურია როხას“ მუნდიალი მეორედ მოაგებინა.
მატჩის დასრულების შემდეგ, ალბისელესტეს ნახევარმცველი ლეანდრო პარედესი არაადეკვატურად იქცეოდა და ესპანელებს მსოფლიო ჩემპიონობის აღნიშვნა არ აცალა.
პარედესი ჯერ ერიკ გარსიას სწავდა ყელში, ხოლო შემდეგ გავის დაუპირისპირდა, მოედანზე დააგდო და მისთვის ზიანის მიყენება სცადა.
ამ ინციდენტს, ყოფილი ფეხბურთელები და სხვადასხვა გამოცემები გამოეხმაურნენ.
გარი ნევილი:
„ეს საშინელებაა. მსოფლიო ჩემპიონატის ფინალის შემდეგ ასეთი საქციელი მიუღებელია. ემოციები გასაგებია, მაგრამ ფეხბურთელებმა საკუთარი თავი უნდა აკონტროლონ.“
ალან შირერი:
„ფეხბურთში ამის ადგილი არ არის. პარედესმა თავი უნდა შეიკავოს. ეს ძალიან ცუდი სანახავი იყო.“
პირს მორგანი:
„სირცხვილია, არგენტინა. ეს გამარჯვებულების ქცევა არ არის.“
The Mirror:
„FIFA-მ არგენტინა უნდა დასაჯოს სამი სამარცხვინო ინციდენტის გამო.“
TNT Sports:
„სამარცხვინო ქცევა“