„მთელი კვირა მსაჯებზე ტიროდით“ | როდრისა და ოტამენდის დიალოგი და ჩხუბი ფინალის შემდეგ
მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში ესპანეთი არგენტინას დაუპირისპირდა. შეხვედრის ძირითადი დრო ფრედ, 0:0 დასრულდა, დამატებით დროში კი ფერან ტორესმა გაიტანა და „ფურია როხას“ მუნდიალი მეორედ მოაგებინა.
მატჩის შემდეგ კამერებმა საინტერესო მომენტი დააფიქსირეს. ნიკოლას ოტამენდი როდრისთან მივიდა და უთხრა: „ლაპარაკი გეყოს, სულელო. მთელი კვირის განმავლობაში ტიროდით. მთელი კვირის განმავლობაში ტიროდით. შენ და ლაპორტი. ორივე ტიროდით. ასე არ იქცევიან. მსაჯების გამო ტიროდით, მეგობარო“.
როდრიმ ოტამენდის ჰკითხა, რას გულისხმობდა, რაზეც არგენტინელმა მცველმა ასე უპასუხა: „შენ რა, არ ნახე, ლაპორტმა რა თქვა?!“
ოტამენდის მხედველობაში ჰქონდა ლაპორტის განცხადება, რომელიც მან ფინალის დაწყებამდე გააკეთა: „ბოლო თამაშებში ნახეთ რაღაცები, რამაც ჩვენ ძალიან გაგვაკვირვა. ქმედებები, რომლებზეც თვალები დახუჭეს. განსაკუთრებით, ეს არგენტინას ეხება. ფეხბურთში ეს არ უნდა ხდებოდეს, მით უმეტეს, ასეთ დიდ ტურნირებზე“.
როდრისა და ოტამენდის გარდა, კიდევ ერთი დაპირისპირება მოხდა, რომლის მონაწილეც როდრი იყო. საფინალო სასტვენის შემდეგ ესპანელი ნახევარმცველი გამარჯვების აღსანიშნავად გარბოდა, რა დროსაც მას ნაუელ მოლინამ მუცელში მუშტი მოარტყა, რამაც შელაპარაკება განაპირობა. მალევე, საქმეში ლეანდრო პარედესი ჩაერია. პარედესმა თავდაპირველად ერიკ გარსიას ყელში წაუჭირა, შემდეგ კი გავი მინდორზე დააგდო და სცადა, დაერტყა.