გიორგი ქოჩორაშვილი, ლისაბონის სპორტინგი
Aa
Aa

„სევილიაში თავს კარგად წარმოაჩენს“ - DAZN-ის ჟურნალისტი ქოჩორაშვილზე

DAZN Portugal-ის ჟურნალისტმა, ტიაგო ანტუნეშმა ესპანურენოვან პოდკასტ ZonaMixta-ს ეთერში გიორგი ქოჩორაშვილზე ისაუბრა. მისი განცხადებით, ქართველი ნახევარმცველი „სევილიაში“ თავს კარგად წარმოაჩენს და ძველ დონეზე დაბრუნებას მოახერხებს.

„ქოჩორაშვილზე პორტუგალიაში დიდ იმედებს ამყარებდნენ იმის გათვალისწინებით, თუ როგორ თამაშობდა ის „ლევანტეში“. ეს არის ფეხბურთელი კარგი ფიზიკური მონაცემებით, „ბოქს-თუ-ბოქს“ ტიპის ნახევარმცველი, რომელმაც გასული სეზონის განმავლობაში ლისაბონურ გუნდში თავისი ადგილი ვერ დაიმკვიდრა.

როცა გუნდში გყავს ფეხბურთელები, რომლებსაც ძირითად შემადგენლობაში თამაში შეუძლიათ და გუნდისთვის დიდი სარგებელი მოაქვთ, მათთან კონკურენცია რთულია. ქოჩორაშვილის შემთხვევაში ყველაფერი ზუსტად ასე მოხდა: გუნდში იყო ჰიულმანდი (რომელიც ლა ლიგაში გადავიდა) და მორიტა (რომელიც პრემიერლიგაში ითამაშებს), ამიტომ მას ძალიან გაუჭირდა ადგილისთვის ბრძოლა.

მიუხედავად ამისა, ქოჩორაშვილი ხარისხიანი ფეხბურთელია, რომელიც „სევილიაში“ თავს კარგად წარმოაჩენს. განსაკუთრებით ამ „სევილიაში“, სადაც ასეთი კონკურენტები არ ეყოლება, ქოჩორაშვილს ძველ დონეზე დაბრუნება შეუძლია“.

ბოლო ინფორმაციით, „სევილია“ და „სპორტინგი“ ქოჩორაშვილის თაობაზე მოლაპარაკებების დასკვნით ეტაპზე არიან. ტრანსფერის განხორციელების შემთხვევაში ქართველი ნახევარმცველი ესპანეთში დაბრუნდება, სადაც წლების განმავლობაში „ჟირონას“, „კასტელიონისა“ და „ლევანტეს“ ღირსებას იცავდა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
გოლი, საგოლე პასი და შექმნილი მომენტები | ეგოიანის ბრწყინვალე მატჩი კამბურთან
გოლი, საგოლე პასი და შექმნილი მომენტები | ეგოიანის ბრწყინვალე მატჩი კამბურთან