მარკ კუკურელია
Aa
Aa

მუქარა და შეურაცხყოფა - კუკურეიას მეუღლეს პრობლემები აქვს

როგორც მოგეხსენებათ, მარკ კუკურეია კარიერას მადრიდის რეალში გააგრძელებს. ამ ტრანსფერს კი ცუდი გამოხმაურებაც მოყვა.

როგორც ესპანური გამოცემა Sport წერს, ესპანელი ფეხბურთელის მეუღლემ, კლაუდია როდრიგესმა გაამხილა, რომ ტრანსფერის ოფიციალურად დადასტურების შემდეგ სოციალურ ქსელებში მუქარებისა და შეურაცხმყოფელი შეტყობინებების სამიზნე გახდა.

წყაროს ცნობით, კრიტიკის დიდი ნაწილი იმ გულშემატკივრებისგან მოდიოდა, რომლებიც კუკურეიას ბარსელონასთან კავშირის გამო მის მადრიდულ კლუბში გადასვლას ღალატად მიიჩნევდნენ.

მარკი „ბარსელონას“ აკადემიის აღზრდილია და პროფესიონალური კარიერაც სწორედ კატალონიურ კლუბში დაიწყო.

სოციალურ ქსელებში ბევრმა მომხმარებელმა კლაუდია როდრიგესის ძველი პოსტებიც გააზიარა, რომლებშიც ის მადრიდის რეალის მიმართ სიმპათიებს გამოხატავდა.

ესპანურ ტელეგადაცემასთან El Chiringuito საუბრისას როდრიგესმა განაცხადა, რომ ტრანსფერი ძალიან სწრაფად განხორციელდა.

„ყველაფერი ძალიან სწრაფად მოხდა. მსოფლიო ჩემპიონატზე ვიყავით კონცენტრირებულები და ალბათ ჯერ კიდევ ბოლომდე ვერ გაგვიაზრებია, რა მოხდა.

მაგრამ მე ძალიან ბედნიერი ვარ მის გამო და თავად ჩემი ქმარიც ძალიან ბედნიერია,“ — აღნიშნა მან.

მისივე თქმით, რეალის ინტერესის შესახებ მაშინ შეიტყვეს, როდესაც კლუბებს შორის შეთანხმება უკვე მიღწეული იყო.

შეგახსენებთ, რომ ესპანელი მარცხენა მცველი ჩელსიში 2022/2026 წლებში თამაშობდა. ამ პერიოდის განმავლობაში კუკურეიამ ყველა ტურნირზე ერთად 163 მატჩში მიიღო მონაწილეობა, 9 გოლი გაიტანა და 13 საგოლე გადაცემა შეასრულა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
იბრაჰიმოვიჩი: “მესი მარადონაზე და პელეზე მაღლა დგას“
იბრაჰიმოვიჩი: “მესი მარადონაზე და პელეზე მაღლა დგას“