შმეიხელი: “მესის პირველი გოლი არ უნდა ჩათვლილიყო“
მსოფლიო ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპის მეორე ტურში არგენტინის ნაკრებმა ავსტრია 2:0 დაამარცხა და პლეი-ოფი საგზური გაინაღდა. შეხვედრის მთავარი გმირი გუნდის კაპიტანი ლიონელ მესი გახდა, რომელმაც დუბლი შეასრულა, მატჩის საუკეთესო ფეხბურთელად დასახელდა და მიროსლავ კლოზეს რეკორდი დაამახო.
მატჩის დასრულების შემდეგ, ლეგენდარულმა ყოფილმა მეკარემ პიტერ შმეიხელმა საინტერესო განცხადება გააკეთა. მისი თქმით, ლეოს პირველი გოლი არ უნდა ჩათვლილიყო.
რა თქვა შმეიხელმა?
„ეს გოლი არ უნდა ჩათვლილიყო. ნახეთ, როგორ გავიდა გოლი. შლაგერს უკნიდან ჩაარტყეს და ეს ჯარიმა იყო. მაკალისტერმა მოწინააღმდეგე ფეხბურთელი წააქცია. მსაჯი უნდა ჩარეულიყო და ჯარიმა დაენიშნა.“
შეგახსენებთ, რომ ავსტრიასთან გატანილი გოლების შემდეგ, ლიონელ მესი მუნდიალების ისტორიაში ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირი გახდა.
რაც შეეხება ალბისელესტეს, სკალონის გუნდმა 2 მოგებით პლეი-ოფის საგზური გაინაღდა. დასკვნით ტურში არგენტინის ნაკრები იორდანიას დაუპირისპირდება. აღნიშნული მატჩი 28 ივნისით თარიღდება და თბილისის დროით 06:00-დან დაიწყება.