ხულიან ალვარესი
Aa
Aa

ალვარესი: “ეს დონე უნდა შევინარჩუნოთ“

მსოფლიო ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპის მეორე ტურში არგენტინის ნაკრებმა ავსტრია 2:0 დაამარცხა და პლეი-ოფი საგზური გაინაღდა. შეხვედრის მთავარი გმირი გუნდის კაპიტანი ლიონელ მესი გახდა, რომელმაც დუბლი შეასრულა და მატჩის საუკეთესო ფეხბურთელად დასახელდა.

მატჩის დასრულების შემდეგ არგენტინის ნაკრების ერთ-ერთმა ლიდერმა ხულიან ალვარესმა, გუნდის წარმატებულ გამოსვლაზე ისაუბრა.

ალვარესი:

„ბევრი არაფერია სათქმელი — ყველა ხედავს, რომ მესი მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელია. მე ვცდილობ, გუნდს ყველანაირად დავეხმარო და ჩემი საქმე მაქსიმალურად კარგად გავაკეთო. მსოფლიო ჩემპიონატი ძალიან კარგად დავიწყეთ და ახლა მნიშვნელოვანია, ეს დონე შევინარჩუნოთ.“

შეგახსენებთ, რომ ხულიან ალვარესმა მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატი ეფექტურად ვერ დაიწყო.

ატლეტიკოს თავდამსხმელი ორივე მატჩში სათადარიგოთა სკამზე მოგვევლინა და ორივე შემთხვევაში მეორე ტაიმში შევიდა მოედანზე. მის ანგარიში ნული გოლი და ნული საგოლე პასია. შემდეგ მატჩს ალბისელესტე 28 ივნისს იორდანიის წინააღმდეგ გამართავს. აღნიშნული დაპირისპირება თბილისის დროით 06:00-დან დაიწყება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„ტრანსფერი ყველასთვის საუკეთესო ვარიანტი იქნება“ - ალვარესს ატლეტიკოდან წასვლა სურს
„ტრანსფერი ყველასთვის საუკეთესო ვარიანტი იქნება“ - ალვარესს ატლეტიკოდან წასვლა სურს