ჯიმი ტაბიძე
Aa
Aa

„სხვა პირობები უნდოდა“ - ტაბიძემ მახაჩყალის დინამო დატოვა

30 წლის ქართველმა მცველმა, ჯიმი ტაბიძემ მახაჩყალის „დინამო“ დატოვა. რუსულ მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, ტაბიძეს მოქმედი კონტრაქტი, რომელიც 2026 წლის 30 ივნისს ეწურება, აღარ გაახანგრძლივა.

„დინამოს“ გენერალური დირექტორის, შამილ გაზიზოვის თქმით, კლუბს ქართველ ფეხბურთელთან ხელშეკრულების გახანგრძლივება უნდოდა, რაც თავად ტაბიძემ არ ისურვა და სხვა კლუბთან მიაღწია შეთანხმებას, რომლიც ვინაობაც არ სახელდება.

„ჯემალმა, სამწუხაროდ, „დინამო“ დატოვა. ჩვენ მასთან კონტრაქტის გახანგრძლივება გვსურდა, მას კი სხვა პირობები უნდოდა. მან შეთანხმებას მიაღწია სხვა კლუბთან, რომელმაც შეძლო მისთვის ამ პირობების შეთავაზება. ჩვენ, სამწუხაროდ, ამ რბოლაში მონაწილეობას ვერ მივიღებთ.

მადლობა ჯემალს „დინამოში“ გატარებული ამ ორი წლისთვის. მან პატიოსნად და კარგად იშრომა“, – ამბობს გაზიზოვი.

ჯიმი ტაბიძე მახაჭყალას „დინამოში“ 2024 წელს გადავიდა და რუსული კლუბის მაისურით 55 მატჩი ჩაატარა. ჯერჯერობით, უცნობია, სად გააგრძელებს ქართველი მცველი კარიერას.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
შეთავაზება ჯერ არ გაუკეთებიათ - სპორტინგი სელტას წინადადებას ელოდება
შეთავაზება ჯერ არ გაუკეთებიათ - სპორტინგი სელტას წინადადებას ელოდება